ვრცელდება კანონპროექტის ინიციატორების, მხარდამჭერი დეპუტატების მისამართები იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ევროპელობაზე დებენ თავს, ეს არის ფაშიზმი და ფაშიზმს არაფერი კავშირი არ აქვს ევროპასთან, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
მან პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
„მინდა, ყველას მოვუწოდო სიმშვიდისკენ. ჩვენ ვხედავთ, რომ არის დემონსტრაცია პარლამენტის შენობასთან, იქ არის რა თქმა უნდა, გულწრფელი პროტესტიც, თუმცა არიან რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც ცდილობენ და აუცილებლად შეეცდებიან, რომ სარგებელი ნახონ ამ გულწრფელი პროტესტიდან, რომელიც არის საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. ასევე ვიტყვი, რომ დაფიქსირდა ძალადობის შემთხვევები სამართალდამცველების მიმართ, არის სერიოზული ფიზიკური დაზიანების შემთხვევები სამართალდამცველების შემთხვევაში. რა თქმა უნდა, ნებისმიერი კანონდამრღვევი კანონის მთელი სიმკაცრით იქნება დასჯილი.
ვრცელდება კანონპროექტის ინიციატორების, მხარდამჭერი დეპუტატების მისამართები იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც ევროპელობაზე დებენ თავს, ეს არის ფაშიზმი და ფაშიზმს არაფერი კავშირი არ აქვს ევროპასთან. მე ძალიან მაინტერესებს, რას იტყვიან ფაშიზმის ამ გამოვლინებაზე ის ორგანიზაციები, რადიკალურ ოპოზიციასთან დაკავშირებული ენჯეოები, რომელთა გამჭვირვალობასაც ითვალისწინებს დღეს მიერ მიღებული კანონპროექტი. მე მგონია, რომ მათი გამჭვირვალობა საბოლოო ჯამში ხელს შეუწყობს, რომ ფაშიზმის ასეთი გამოვლინების მიმართაც მათ ექნებათ ცოტა განსხვავებული დამოკიდებულება“, – თქვა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.