ირაკლი კობახიძე: ქართველი იანუკოვიჩი ზის ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი
08-03-2023, 15:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ქართველი იანუკოვიჩი ზის ციხეში და მას ჰქვია მიხეილ სააკაშვილი, რაც შეეხება რა მოუტანა მაიდანმა უკრაინას, მეორე წელსვე უკრაინას ჰქონდა ომი, რა დროსაც დაკარგეს ყირიმი და ლუგანსკისა და დონეცკის დიდი ნაწილი. ამ ყველაფრის გაგრძელებაა ის ომი, რომელიც სამწუხაროდ, დღეს ამ ქვეყანაშია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

 


მისი შეფასებით, ეს არის სწორედ იმ პროცესების შედეგი, რაც საქართველოში უნდათ რადიკალებს, რომლებსაც მხარს უჭერს ვიოლა ფონ კრამონი.

 

 

„რაც შეეხება მაიდანთან შედარებას, პირველ რიგში გეტყვით, რომ ქართველი იანუკოვიჩი ზის ციხეში და მას ქვია მიხეილ სააკაშვილი. ეს ერთი, მეორე, რაც შეეხება მაიდანს ზოგადად, რა მოუტანა მაიდანმა უკრაინას, მეორე წელსვე უკრაინას ჰქონდა ომი, რა დროსაც დაკარგეს ყირიმი და ლუგანსკისა და დონეცკის დიდი ნაწილი. ამ ყველაფრის გაგრძელებაა ის ომი, რომელიც სამწუხაროდ, დღეს ამ ქვეყანაშია.

 


მთლიანობაში ქვეყნის ტერიტორიების 20% დაკარგა უკრაინამ. ეს არის სწორედ იმ პროცესების შედეგი, რაც საქართველოში უნდათ რადიკალებს, რომლებსაც მხარს უჭერს ვიოლა ფონ კრამონი.

 


რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმოქმედებთ არა რადიკალების დღის წესრიგით, ვიოლა ფონ კრამონის დღის წესრიგით, არამედ, ჩვენ ვიმოქმედებთ ქართული საზოგადოების ინტერესების შესაბამისად.

 


ჩვენ ჯაშუშების ახალ რევოლუციას არ დავუშვებთ. ეს არის სახელმწიფო და გამორიცხულია, ჩვენ დავუშვათ ჯაშუშების ახალი რევოლუცია, რამაც, კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რა მოუტანა საქართველოს 2004 – 12 წლებში. მაშინ ჩვენი ტერიტორიების 20% დავკარგეთ ჩვენც იმ ავანტიურის შედეგად, რაც მიხეილ სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა ჩაიდინა. ადამიანებს აწამებდნენ, ყველა მედიასაშუალება მიიტაცეს, იყო ბიზნესის ტოტალური რეკეტი, ეს ყველაფერი არ უნდა დაუშვას ქართულმა საზოგადოებამ და ეს ასეც იქნება.

 


ჩვენ ვართ სახელმწიფო, ეს არის გამოცდილი საზოგადოება და ბუნებრივია, ჯაშუშების ხელისუფლებაში მობრუნებას ეს საზოგადოება არ დაუშვებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი