საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა მიესალმება „ქართული ოცნების“ განცხადებას, „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევასთან დაკავშირებით.
„მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ ლიდერს საქართველოში, განაახლონ პროევროპული რეფორმები, ინკლუზიური, კონსტრუქციული გზით და 12 პრიორიტეტის შესაბამისად, რათა მიაღწიონ კანდიდატის სტატუსს“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის „ტვიტერის“ გვერდზე.
„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ, „ხალხის ძალამ“ და საპარლამენტო უმრავლესობამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ გაიმართა კონსულტაციები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გარშემო მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით და მიღებულია გადაწყვეტილება, უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე იყოს გაწვეული მათ მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი.
თუმცა, როგორც კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე აცხადებს, პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით პირველი მოსმენით მიღებული კანონის გაწვევა არ ხდება. ის უნდა ჩავარდეს სესიაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.