[ვიდეო] სალომე ზურაბიშვილი მიესალმება „ქართული ოცნების“ „სწორ გადაწყვეტილებას“, თუმცა აფრთხილებს ხელისუფლებას, რომ „არ გაბედოს და არ სცადოს, კიდევ პოლარიზაცია შემოიტანოს დაწყნარებულ საზოგადოებაში“
09-03-2023, 21:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება „ხელისუფლების მიერ მიღებულ სწორ გადაწყვეტილებას“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტების პარლამენტიდან გამოწვევასთან დაკავშირებით, თუმცა აფრთხილებს ხელისუფლებას, რომ „არ გაბედოს და არ სცადოს, კიდევ პოლარიზაცია შემოიტანოს ამ დაწყნარებულ საზოგადოებაში, რომელმაც იცის, სად მიდის და როგორ უნდა წავიდეს“ 


„პირველ რიგში, მინდა, მთელ საზოგადოებას მივულოცო პირველი ასეთი გამარჯვება. მივესალმები ხელისუფლების მიერ მიღებულ სწორ გადაწყვეტილებას, რომ გამოიწვია ეს კანონი. ეს მისგან არის გადაწყვეტილება, რომ გაითვალისწინოს ხალხის რეალური ძალა - ის, რაც გამოჩნდა თბილისის ქუჩებში, ის ერთიანობა, რომელიც, თუ ვართ დემოკრატიული ქვეყანა, დემოკრატიულ ქვეყანაში არ შეიძლება, მთავრობამ და პარლამენტმა არ გაითვალისწინოს ხალხის ხმა, ხალხის ნება. ეს ხალხის ნება გამოჩნდა არაჩვეულებრივად, გამოჩნდა არამხოლოდ საქართველოში, გამოჩნდა ასევე საზღვარგარეთ – მთელმა ჩვენმა პარტნიორებმა დაინახეს საქართველოს ევროპული გზის მიმართ ეს არაჩვეულებივი განწყობა და ნამდვილად ხალხის ნება.

 

 

ამავდროულად, ეს იყო დეპოლარიზაციის პირველი ნიშანი, რამეთუ ამ ერთი მიზნის ირგვლივ ყველა იყო გაერთიანებული და საზოგადოების ეს გაერთიანება ძალიან კარგად გამოჩნდა და ეს გაერთიანება არ არის ერთი დღით. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს გაერთიანება გამოიხატება ნებისმიერ ეტაპზე ჩვენს ევროპისკენ მიმავალ ჩვენს გზაზე. უკვე გითხარით, რომ ამ გზაზე თქვენ გვერდით ვართ. ნუ გეშინიათ. ხელისუფლების მიმართ არის და გასაგებია რატომაც, უნდობლობა ამ გზაზე და ნუ გეშინიათ, რას იზამენ, რომელ კანონს შემოიტანენ თუ გაიტანენ.

 

 

 


„ეს მე სულ ადრე მქონდა ნათქვამი, ნებისმიერ კანონს, რომელიც არ იქნება თანხვედრაში ჩვენს ევროპულ გზასთან, ნებისმიერ გზას დავადებ ვეტოს. ეს ვეტო უკვე აღარ არის ცარიელი ვეტო, რადგანაც ამ ვეტოს უკან დგახართ თქვენ, და მე ვარ თქვენი იმედით. თქვენ თუ ხართ ჩემი იმედით, მე ნამდვილად მაქვს თქვენი იმედი. მეამაყება საქართველოს ახალგაზრდობა და არა მხოლოდ ახალგაზრდობა. მეამაყება ყველა ის ადამიანი, რომელიც გამოვიდა, რომელმაც გამოხატა თავისი ნება და თავისი ევროპულობა. ეს არ არის პირველად საქართველოს ისტორიაში და ეს არის სწორედ ის, რითაც ჩვენ მოვდივართ და რატომღაც ჩვენ აქ ვართ, სადაც ვართ და მივაღწიეთ ამდენს. მე აქ ვარ, ამერიკაში, მექნება კიდევ მნიშვნელოვანი შეხვედრები და არა მხოლოდ აქ. იმიტომ, რომ დღეს საჭიროა, გავამაგროთ ჩვენი პოზიციები და ამ პოზიციების გამაგრებაში თქვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები ძალიან მნიშვნელოვანია და ეს უნდა გავაჟღერო და მივიტანო ყველგან, ყველა ჩვენს პარტნიორთან, რომ მათ გავაგებინოთ, რომ ახლა მათი სტრატეგიული გადაწყვეტილება უნდა იყოს საქართველოს სასარგებლოდ, რადგან საქართველომ დაანახა, სად დგას, რა უნდა და ამაში არავის შეიძლება ეჭვი შეეპაროს. კიდევ ერთხელ, მეამაყებით. თქვენ გვაჩვენეთ დეპოლარიზაცია, პირველი ნაწილი რეკომენდაციების ამით შესრულებულია. ხელისუფლებამ არ გაბედოს და არ სცადოს, კიდევ პოლარიზაცია შემოიტანოს ამ დაწყნარებულ საზოგადოებაში, რომელმაც იცის, სად მიდის, საითკენ მიდის და როგორ უნდა წავიდეს. მე ვარ თქვენ გვერდით და ვიქნები თქვენ გვერდით“, - განაცხადა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა ვიდეომიმართვაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი