გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი დარწმუნებულია, რომ ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებული ანგარიში, რომელიც დეკემბერში უნდა გამოქვეყნდეს, ობიექტურ კრიტერიუმებს დაეფუძნება.
"დარწმუნებული ვარ, რომ ანგარიში, რომელიც უნდა გამოქვეყნდეს, დაეფუძნება ობიექტურ კრიტერიუმებს და შესაბამისად, ის იქნება მაქსიმალურად ობიექტური. ეს ანგარიში შეეხება ვიზალიბერალიზაციას არა მარტო საქართველოსთან, არამედ უკრაინასთან მიმართებაში", - განაცხადა ჰანმა და აღნიშნა, რომ ევროპა დღეს ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას უპრეცენდენტო მიგრაციის სახით.
"რა თქმა უნდა, დღეს ევროპა ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე დგას. მე ვგულისხმობ უპრეცენდენტოდ დიდი მასშტაბის მიგრაციას. ეს დიდი გამოწვევაა ჩვენი მოქალაქეებისთვის, თუმცა ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება არის ის, რომ ის უზრუნველყოფს თავისუფალ მოძრაობას და გადაადგილებას. ჩვენ ვამაყობთ შენგენის ხელშეკრულებით. ის არის ჩვენი ერთ-ერთი დიდი წარმატება", - აღნიშნა ევროკომისარმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.