[ვიდეო] შსს 7-8-9 მარტს პარლამენტთან გამართული აქციების შესახებ განცხადებას და ვიდეოკადრებს ავრცელებს
10-03-2023, 11:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებასა და ვიდეოკადრებს ავრცელებს. სამინისტროში ბრიფინგი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ გამართა. მან აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეები პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა ბლაგვ საგნებს, ქვებს, ხის თუ რკინის ნივთებს ისროდნენ, რის შედეგადაც არაერთმა პოლიციელმა მიიღო მძიმე ხარისხის დაზიანება, დაშავდა შსს-ს 58 თანამშრომელი, მათ შორის 5 ამ დრომდე რჩება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში.

 

 

კუპატაძის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს პოლიციელების მიმართ განხორციელებული ძალადობის თითოეულ ფაქტს და გამოვლენილი დამნაშავე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.

 

 

 


„საზოგადოებისთვის როგორც ცნობილია, 7 და 8 მარტს საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე გაიმართა საპროტესტო აქცია, რომელიც არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დაშვებულ ნორმებს და გადაიზარდა ძალადობრივ ქმედებებში.

 


პირველ რიგში, ხაზგასმით ვაცხადებ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში კატეგორიულად დაუშვებელია პოლიციელის სიტყვიერი შეურაცხყოფა, მასზე თავდასხმა და მის მიმართ ძალადობრივი ქმედებების განხორციელება.

 


ორი დღის განმავლობაში, საპროტესტო აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 58 თანამშრომელი, მათ შორის 5 ამ დრომდე რჩება სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში.

 


ყველამ კარგად ნახა, როგორ ესროდნენ ცეცხლმოკიდებულ საგნებს, პიროტექნიკას თუ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ჩემს კოლეგებს, რის შედეგადაც რამდენიმე მათგანმა მძიმე ხარისხის დამწვრობა მიიღო.

 


ასევე, ყველა მედიასაშუალების ეთერში კარგად ჩანდა, აქციის მონაწილეები როგორ ისროდნენ პოლიციის მიმართულებით სხვადასხვა ბლაგვ საგნებს, ქვებს, ხის თუ რკინის ნივთებს, რის შედეგადაც არაერთმა პოლიციელმა მიიღო მძიმე ხარისხის დაზიანება.

 


შინაგან საქმეთა სამინისტრო სწავლობს პოლიციელების მიმართ განხორციელებული ძალადობის თითოეულ ფაქტს და გამოვლენილი დამნაშავე პირები კანონის სრული სიმკაცრით დაისჯებიან.

 


გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ შემაჯამებელი ინფორმაცია ბოლო დღეების განმავლობაში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიასა და რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შესახებ.

 


შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები მიმდინარე წლის 7 მარტს, აქციის დაანონსების შემდეგ, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარედ განლაგდნენ და საპროტესტო აქციის მშვიდობიანად ჩატარებას უზრუნველყოფდნენ. თუმცა, დღის ბოლოს აქციის მონაწილეებმა სცადეს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება.

 

საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, გაფრთხილების შემდგომ, საჭიროების შესაბამისად, პოლიციამ თანმიმდევრულად გამოიყენა პროპორციული ძალა და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იძულების სპეციალური საშუალებები.

 


მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ არაერთი მოწოდებისა, რომ პროტესტი კანონის ფარგლებში გაგრძელებულიყო, შეკრებილები განაგრძობდნენ ძალადობრივ ქმედებებს ჭიჭინაძისა და ჩიტაძის ქუჩებზე.

 


დაძაბულობის განმუხტვისა და სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, საპოლიციო ძალებმა აქციის მონაწილეებს გზა გაუხსნეს, გაათავისუფლეს პარლამენტის მიმდებარე ქუჩები და მათ პროტესტის მშვიდობიანი ფორმებით გაგრძელებისკენ მოუწოდეს.

 


მიუხედავად ამისა, აქციის მონაწილეები პოლიციის თანამშრომლების მიმართულებით გამიზნულად ისროდნენ სხვადასხვა საგნებს – ქვებს, ეგრეთ წოდებულ მოლოტოვის კოქტეილებს, აალებად საშუალებებს, ბლაგვ საგნებს, ფიზიკურად უსწორდებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ მათ. ასევე მიზანმიმართულად აზიანებდნენ სამინისტროს კუთვნილ ავტომობილებსა და პოლიციის სპეციალური აღჭურვილობას.

 


მოგვიანებით, შეკრებილებმა დაიწყეს პარლამენტის შენობაზე ორგანიზებული თავდასხმა, ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილების და პიროტექნიკის სროლა.

 


ყველამ კარგად ვნახეთ, რომ აქციის მონაწილეებმა საკანონმდებლო ორგანოს შენობას ცეცხლი წაუკიდეს, ესროლეს ქვები, ჩაამსხვრიეს მინები და დააზიანეს რკინის დამცავი ჯებირები.

 


საზოგადოებრივი წესრიგის მიზანმიმართული, მასობრივი დარღვევა რამდენიმე საათის განმავლობაში, გრძელდებოდა. პოლიციამ, წესრიგის აღდგენის მიზნით, რამდენჯერმე გამოიყენა პროპორციული ძალა და სპეციალური საშუალებები.

 


სამართალდამცველებმა აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად, 66 პირი დააკავეს.

 

აქცია საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე მეორე დღესაც გაგრძელდა.

 


სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, პოლიციის სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები პარლამენტის შიდა ტერიტორიაზე განთავსდნენ.

 


პოლიცია მთელი დღის განმავლობაში აქტიურად იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე.

 


„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, უსაფრთხოების მიზნით, პოლიცია აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე ახორციელებდა მოქალაქეების ზედაპირულ შემოწმებას, რის შედეგადაც დაკავდა 10 პირი. მათ საპროტესტო აქციაზე მიჰქონდათ ძალადობრივი ქმედებებისთვის გამიზნული კანონსაწინააღმდეგო ნივთები, მათ შორის ელექტროშოკი, ხელკეტი, ქვები, სხვადასხვა სახის პიროტექნიკა.

 


პარლამენტის წინ შეკრებილ აქციის მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში ჩაეტარებინათ საპროტესტო აქცია.

 


მიუხედავად ამისა, ცალკეული პირების მხრიდან პერიოდულად ისმოდა ძალადობრივი ქმედებებისკენ მოწოდებები.

 


მას შემდეგ კი, რაც ერთ-ერთმა გამომსვლელმა შეკრებილებს საკანონმდებლო ორგანოს პიკეტირებისკენ მოუწოდა, აქციის მონაწილეებმა მასობრივად დაიწყეს პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება და შენობის პიკეტირება.

 


შეკრებილებმა დააზიანეს პარლამენტის შენობასთან განლაგებული რკინის დამცავი ჯებირები, შესასვლელი კარები, ჩაამსხვრიეს შენობის მინები, დააზიანეს რკინის ცხაურები, პარლამენტის შენობასა და ეზოში ისროდნენ ქვებს, სხვადასხვა სახის საგნებს და პიროტექნიკას.

 


შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალებმა, წესრიგის დაცვის მიზნით, სამართალდამრღვევთა ძალადობრივი და აგრესიული ქმედებების აღსაკვეთად, “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი იძულების ღონისძიებები და სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.

 


პოლიციის მხრიდან დაძაბული სიტუაციის განმუხტვის არაერთი მცდელობის მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა დაიწყეს პოლიციელების მიმართულებით ე.წ. მოლოტოვის კოქტეილების, ქვების, ხის ძელების და სხვა საგნების სროლა.

 


აქციის მონაწილეებმა დააზიანეს, ამოატრიალეს და ცეცხლი წაუკიდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანებს. ასევე, ქვებით დაზიანებები მიაყენეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ავტობუსს, შეღებეს და დააზიანეს სახანძრო ავტომანქანა. აგრეთვე, დააზიანეს თბილისის მერიის კუთვნილი მატერიალური ქონება.

 


აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში ცენტრალურ გამზირსა და მის მიმდებარე სხვადასხვა ლოკაციაზე არღვევდნენ საზოგადოებრივ წესრიგსა და მართლწესრიგს, წინააღმდეგობას უწევდნენ პოლიციის თანამშრომლებს, აზიანებდნენ ინფრასტრუქტურას და ცეცხლს უკიდებდნენ სხვადასხვა ნივთებს.

 


მიმდინარე წლის 7-8 მარტს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს მომხდარ სამართალდარღვევების ფაქტებზე, კერძოდ, პოლიციელებზე განხორციელებულ თავდასხმის ფაქტზე, სამართალდამცველებმა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით დააკავეს ერთი პირი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად კი, პოლიციამ ჯამში 133 პირი დააკავა.

 


დაკავებულთა ნაწილი გუშინვე იქნა წარდგენილი სასამართლოს წინაშე. დანარჩენი პირები კი გათავისუფლდნენ დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის კანონით განსაზღვრული ვადის ამოწურვის საფუძველზე და შემდგომ წარდგენილი იქნებიან სასამართლოს წინაშე.

 


შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება გრძელდება ყველა იმ პირის დადგენის, იდენტიფიცირებისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც საპროტესტო აქციაზე განახორციელეს პოლიციელებზე თავდასხმა და სხვა ძალადობრივი ქმედებები.

 


ძალადობრივ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 123
#123   Lou
      
დღეს, 14:03
#122   Jose
      
References:


Payid casino app dobryakschool.ru
დღეს, 09:10
#121   Chas
      
References:


W jakim kasynie zapłace przelewy24 aupeopleweb.com.au
დღეს, 06:26
#120   Deandre
      
References:


Best neosurf casinos australia neosurf casino
prepaid australia
13 ნოემბერი 2026 13:52
#119   Harry
      
References:


Mobile neosurf casinos aus real money pokies neosurf australia
13 ნოემბერი 2026 13:23
#118   Doreen
      
References:


Best payid pokies australia http://www.qilurexian.net/?390816
13 ნოემბერი 2026 09:56
#117   Tarah
      
References:


Bank transfer casino real money australia same day bank transfer casino australia
11 ნოემბერი 2026 23:21
#116   Sadie
      
References:


Online casino bonus sofortüberweisung online casino
per sofort
11 ნოემბერი 2026 23:19
#115   Raina
      
References:


Payid pokies real money australia high roller
payid pokies
11 ნოემბერი 2026 16:56
#114   Tisha
      
References:


Neosurf casino withdrawal neosurf voucher casinos
10 ნოემბერი 2026 22:12
#113   Leslie
      
References:


Fast payout neosurf casino australia play pokies with neosurf australia
10 ნოემბერი 2026 19:30
#112   Abigail
      
References:


Payid deposit pokies australia real money
casino
10 ნოემბერი 2026 01:05
#111   Bradley
      
References:


1 dollar deposit casino paysafecard canada paysafecard accepted
casinos canada
9 ნოემბერი 2026 20:53
#110   Melina
      
References:


Neosurf roulette casino australia neosurf casino australia aud
9 ნოემბერი 2026 14:09
#109   Arlette
      
Firstly, it’s worth noting that paying for online pokies Australia PayID is
often classified as a bank transfer. No complicated details
such as card numbers or CVC, no long codes or mistakes with figures - just
a phone or email as an identifier, the amount to be transferred, and access to personal banking to
confirm the action. Additionally, converting cryptocurrency winnings back
to cash may trigger capital gains tax events.
Always review cashier terms for both deposits
and withdrawals, as policies can vary on the same platform.


References: https://forum.ofrynio.org/
31 ოქტომბერი 2026 09:46
#108   Latesha
      
References:


Neosurf casino complaints australia neosurf casino fast payout australia
30 ოქტომბერი 2026 18:49
#107   Terrence
      
References:


Best bank wire casinos australia https://dachangningtongchengwang.qsygps.com/
30 ოქტომბერი 2026 18:44
#106   Madge
      
References:


Top bpay pokies bpay
deposit pokies
30 ოქტომბერი 2026 15:11
#105   Darby
      
30 ოქტომბერი 2026 02:35
#104   Lacey
      
References:


Casinos that accept wire transfer Australia bank transfer deposit casino
australia
28 ოქტომბერი 2026 22:22
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 4 5 6 7 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი