თეთრი სახლის განცხადებით, ჯეიკ სალივანი და სალომე ზურაბიშვილი მიესალმნენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ორი კანონპროექტის უკან გაწვევის თაობაზე
11-03-2023, 10:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თეთრი სახლი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის, ჯეიკ სალივანისა და საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ მხარეები მიესალმნენ საქართველოს მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებას პარლამენტიდან ორი კანონპროექტის უკან გაწვევის თაობაზე.

 


„ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი ჯეიკ სალივანი დღეს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. მათ განიხილეს საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ხაზგასმით აღნიშნეს მათი ქვეყნების საერთო ინტერესი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. მათ ისაუბრეს პრეზიდენტ ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე ერთიანი და ინკლუზიური მიდგომის შესახებ რეფორმების მისაღწევად, რაც აუცილებელია ევროკავშირის წევრობისთვის საქართველოს კანდიდატურის წინსვლისთვის. მათ ასევე გამოხატეს მათი საერთო შეშფოთება კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების რეგისტრაციას და სტიგმატიზაციას გარე დაფინანსების მისაღებად, რამაც შეიძლება შეაფერხოს ასობით ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მნიშვნელოვანი მუშაობა, რაც საზოგადოების გაუმჯობესებას ემსახურება. ისინი მიესალმნენ მთავრობის ბოლო გადაწყვეტილებას ორი კანონპროექტის უკან გაწვევის შესახებ.

 


დაბოლოს, მათ განიხილეს იმის უზრუნველყოფის საჭიროება, რომ რუსეთმა იგრძნოს სრული ეკონომიკური ფასი იმ სანქციების, საექსპორტო კონტროლის და სხვა ეკონომიკური შეზღუდვების, რომლებიც შეერთებულმა შტატებმა და 30-ზე მეტი მოკავშირისა და პარტნიორის კოალიციამ დააწესეს რუსეთის წინააღმდეგ, რათა პასუხისმგებლობა დაეკისროს პუტინს უკრაინაში წარმოებული ომისთვის. სალივანმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს მხრიდან საჭიროა, თავიდან აირიდოს, რომ არ გახდეს სანქციების თავის არიდების ან გვერდის ავლის გზა“, - ნათქვამია თეთრი სახლის გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

კომენტარები: 3
#3   farhan
      
Thermal bridging can be effectively reduced with external wall insulation, improving overall building envelope performance. Buitengevelisolatie
19 ივლისი 2024 16:32
#2   farhan
      
Emergencies can be stressful, but my 24/7 emergency response team is always prepared to handle urgent situations promptly. Your safety is my priority. dryer vent inspection Alpharetta
20 ივნისი 2024 15:49
#1   farhan
      
Tidyups Cleaning Service Inc is your go-to choice for creating and maintaining a clean, comfortable, and welcoming home. Book Now for a welcoming home. Deep Cleaning Services
22 მაი 2024 00:53
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი