თინათინ ხიდაშელი ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
27-11-2015, 02:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიაში ვიზიტისას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, ვოლფგანგ ჰელმიხს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური გვერდი ავრცელებს.


შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის გეგმებზე, საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივებსა და მომავალ წელს ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების საკითხზე. მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის მიმართულებებსა და ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობაზეც იმსჯელეს.


საუბარი შეეხო გლობალური უსაფრთხოების გამოწვევებსა და ტერორიზმის საფრთხეს. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბუნდესტაგის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის საკითხიც განიხილა. ვოლფგანგ ჰელმიხმა საქართველოს მადლობა გადაუხადა საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის და მზადყოფნისათვის - 2016 წლის ბოლომდე გააგრძელოს ავღანეთის მისიაში მონაწილეობა გერმანელ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად. შეხვედრის დასასრულს თინათინ ხიდაშელმა გერმანულ მხარეს ბუნდესტაგის მიერ აღმოჩენილი მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა და ვოლფგანგ ჰელმიხი საქართველოში მოიწვია.

 

 

„ბუნდესტაგის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ძირითადად პოლიტიკურ საკითხებზე, გერმანიის პოლიტიკურ წრეებში არსებულ განწყობებსა და შესაძლებლობებზე ვისაუბრეთ. განვიხილეთ, თუ რა არგუმენტები სჭირდება ქვეყანას მისი პარტნიორების დასარწმუნებლად საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს დიდი ხნის მეგობარია. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ მისი, ისევე როგორც ამ კომიტეტების წევრების ხმა, იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის გერმანიის ბუნდესტაგში განხილვის დროს - იქნება ეს ვიზალიბერალიზაციისა თუ ევროკავშირთან ინტეგრაციის თემები, ნატოში საქართველოს ინტეგრაციის თემები თუ გერმანია-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებში გადასაწყვეტი სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. ვისაუბრეთ ევიზალიბერალიზაციის გზაზე გასავლელ ეტაპებზე, მათ შორის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ახალ მიმართულებებზე, რომელიც სულ რამდენიმე დღეა ქალბატონმა მოგერინიმ გამოაქვეყნა; გამომდინარე იქიდან, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ვიყავით, ვისაუბრეთ უელსის პაკეტის მიმდინარეობაზე. ის დეტალურად დაინტერესდა პრაქტიკულად ყველა მიმართულებით და ყველა ასპექტით პაკეტის განვითარების და მიმდინარეობის გზაზე, მათ შორის განვიხილეთ ის წინაღობებიც, რომელიც ამ ეტაპისთვის ზოგიერთ კომპონენტში გვაქვს. მნიშვნელოვანია, როდესაც ბუნდესტაგის წამყვანი კომიტეტის თავმჯდომარე ასეთ საკითხებზე დეტალურადაა ინფორმირებული და უნდა პოზიციების შეჯერება. ეს ბუნებრივია, ოპტიმიზმით განგაწყობს და ხვალ და ზეგ, როდესაც ამ თემებზე და საქართველოზე იქნება საუბარი, ის უფრო მომზადებული შეხვდება ნებისმიერ გამოწვევას და დებატს“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი