ირაკლი ღარიბაშვილი: კანონპროექტის უკან გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება ამ სიტუაციაში სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორი და გონივრული გადაწყვეტილება იყო
12-03-2023, 20:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

კანონპროექტის უკან გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება ამ სიტუაციაში სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორი და გონივრული გადაწყვეტილება იყო, ერთის მხრივ ვაჩვენეთ, რომ არავის არ მივცემთ დესტაბილიზაციის მოწყობის უფლებას, მეორეს მხრივ, ვთქვით, რომ, ვიცოდით მათი ძალიან ცუდი გეგმების შესახებ-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

 


როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციის ამოცანა იყო ქაოსი, მუდმივი დესტაბილიზაციის შენარჩუნება, არეულობა და მათ შეიძლებოდა რამოდენიმე ახალგაზრდა თავადვე მოეკლათ.

 

 

პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელისუფლება კანონპროექტის გაწვევით გაუფრთხილდა ქვეყნის სტაბილურობასა და მშვიდობას.

 


“ჩვენ ვთქვით, ძალიან ცხადად, მკაფიოდ იყო ნათქვამი, მეც გამოვედი ამ კანონპროექტის კენჭისყრის დღეს, გავაკეთე განცხადება, ვთქვი, რომ ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ პირველი მოსმენით მივიღებდით კანონპროექტს და შემდეგ დაუყოვნებლივ ვაგზავნიდით ვენეციის კომისიაში. თუ ამას ნებისმიერი გონიერი ადამიანი და პასუხისმგებლიანი მოქალაქე ისმენს, ვინც ჩვენი ქვეყნის მომავალს უფრთხილდება, რა თქმა უნდა, ამას კარგად გაიგებდა. ვისაც ამის გაგება არ უნდოდა, ასეთი ადამიანები აღმოჩნდნენ ნაწილი ასეთი ადამიანებისა, პოლიტიკურად ანგაჟირებულები და ნაწილი, რომლებიც უბრალოდ, შეიძლება ასე ვთქვათ, მსუბუქად ნათქვამი, უბრალოდ დაიბნენ აი ამ ვითარებაში. ვენეციის კომისიაში გაგზავნის შემდეგ, ჩვენ ალბათ 3-4 თვე გვექნებოდა იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაგვეგრძელებინა ეს განხილვები. ამის მიუხედავად, ჩვენ ვნახეთ, რომ და მე აქვე ვიტყოდი, კიდევ ერთი კარგი რაც მოხდა. ერთი, რაც თავში ვახსენე, რომ გამოჩნდა სახელმწიფოს სიძლიერე, ჩვენი სიმტკიცე, ხელისუფლების და ამავდროულად, ჩვენი ხელისუფლების გონიერება. გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ, ამ კანონის უკან გაწვევის, ამ სიტუაციაში სახელმწიფოებრივად ყველაზე სწორი და გონივრული გადაწყვეტილება იყო. ამით ჩვენ ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ვაჩვენეთ, რომ არავის არ მივცემთ უფლებას, რომ ვიღაცამ რაღაც დესტაბილიზაცია მოაწყოს, არეულობა და ქაოსი შემოიტანოს ქვეყანაში და მერე მეორე ფრონტები და ათასი სისაძაგლე გააჩაღოს. მეორეს მხრივ, ვთქვით, რომ, ვიცოდით რა მათი ამ ძალიან ცუდი გეგმების შესახებ, მათი ამოცანა იყო ქაოსი, მუდმივი დესტაბილიზაციის შენარჩუნება, არეულობა, შეიძლებოდა რამოდენიმე ახალგაზრდა მოეკლათ თავადვე და ვთქვით, რომ ჩვენ ამ ნაბიჯით ვუფრთხილდებით ჩვენთვის ყველასთვის უფრო ძვირფასს, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობას, მშვიდობას და არა ომს! არა ომის პოლიტიკას! მთავარი მიზანი ამ აქციების და ჩვენი დესტრუქციული, ექსტრემისტული- მე ასე ვიტყოდი, აღარ არის მხოლოდ დესტრუქციული, ეს არის უკვე ექსტრემისტული ორგანიზაცია, კოლექტიური “ნაცმოძრაობა”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი