უკრაინაში, რამდენიმე სიტყვით გეტყვით, რომ ძალიან რთული ვითარებაა, მოსალოდნელია კიდევ უფრო მეტად ესკალაცია და უკრაინაც ამზადებს გარკვეულ კონტრშეტევებს, ჩვენი ინფორმაციით. ძალიან რთული ბრძოლები იქნება ალბათ დონეცკის ოლქში მთლიანად და ბახმუტის დაკავების შემდეგ ალბათ კიდევ უფრო გართულდება და ესკალაცია იქნება. თქვენ ახსენეთ ზელენსკის მიმართვა - ახლა ომში მყოფი ადამიანი როცა იცლის და აქ, საქართველოში რამდენიმე ათასიანი ადამიანის დესტრუქციულ აქციას ეხმაურება, ეს პირდაპირ არის მტკიცებულება რომ ეს ადამიანი ჩართულია, მოტივირებულია, რომ აქაც რაღაც მოხდეს, შეიცვალოს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა უკრაინას ომის დროულად დასრულება და მშვიდობა უსურვა.
„თქვენ ახსენეთ უკრაინელი პოლიტიკოსები, აღარ მინდა გვარები ჩამოვთვალო. გამოვიდა კლიჩკო, გამოვიდნენ ვიღაც გაუგებარი ადამიანები, სხვებიც, უკრაინის პოლიტიკოსები, არახამია და ვიღაც ხელმოცარული „ლუზერები“, რომლებიც ამბობენ, რომ საჭიროა ცვლილება და სცენარები, გადატრიალება. პირდაპირი ჩარევაა. მე აღარ მინდა ახლა გავაგრძელო, ადამიანი ომშია. მინდა, ყველას ვუსურვო ამ ომის დროულად დამთავრება და სიმშვიდე, წარმატება და ქვეყნის გაერთიანება. მაგრამ ჯერ მიხედეთ თქვენს თავს და თქვენს ქვეყანას მიხედეთ, ჩვენ მივხედავთ ჩვენს ქვეყანას“,- თქვა პრემიერმა.
„ერთადერთი, რის გამოც არიან უკმაყოფილონი, არის ის, რომ ომში არ ჩავერთეთ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა კითხვის საპასუხოდ, რომელიც ეხებოდა, თუ რით ვერ დაანახვა საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინის ხელისუფლებას ის სოლიდარობა და გვერდით დგომა, რომელიც ომის დაწყების პირველივე დღიდან ქვეყანამ გამოიჩინა.
„ომში არ ჩავერთეთ. ომში რომ არ ჩავერთეთ, ეს არის მთავარი მიზეზი. მათი მოლოდინი რა იყო, მე შეგახსენებთ, რამდენიმე წუთით მინდა, რომ მომცეთ საშუალება, რომ კიდევ ერთხელ ავუხსნა საზოგადოებას. უკრაინაში ომის დაწყება მოსალოდნელი იყო ჯერ კიდევ ნოემბერში, ან დეკემბერში მაქსიმუმ. ამის თაობაზე ინფორმაციები ჩვენ გვქონდა, მათ შორის, მეც ვიცოდი ჩვენი კოლეგებისგან, პარტნიორებისგან. სააკაშვილი როდის შემოვიდა საქართველოში - პირველ ოქტომბერს. სააკაშვილი შემოაგზავნეს ორგანიზებულად. მთავარი მიზანი იყო აქ გადატრიალების მოწყობა და საჭირო დროს ქვეყნის ომში ჩართვა. ამაში ჩვენ დღეს ეჭვი აღარ გვეპარება. ვაკვირდებით რა იმ ფაქტებს და ვაანალიზებთ, რომელიც უკვე შემდეგ განვითარდა. თქვენს კითხვაზე ჩემი პასუხი მარტივია, რით ვერ დავანახეთ ჩვენი, მაგალითად ჰუმანიტარული დახმარების მოცულობით ჩვენ ვართ პირველ ადგილზე მთელს მსოფლიოში, ყველა რეზოლუციას შევუერთდით, ყველგან მხარი დავუჭირეთ, ყველგან ბოლომდე გადავყევით. აქ უკრაინელებს გავუხსენით უკრაინულ ენაზე სკოლები, თუ რამე შეგვიძლია ჩვენ, პატარა ქვეყანას, მთელი გული და ყველაფერი ვაჩვენეთ. ერთადერთი, რის გამოც არიან უკმაყოფილონი, არის ის, რომ ომში არ ჩავერთეთ. თქვეს კიდევაც პირდაპირ, რომ ეს არ არის ომის ხელისუფლება და სააკაშვილი რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში, ეს არის არესტოვიჩის გამონათქვამები, დღეს ქვეყანა იქნებოდა ომშიო. ეს არის, მხოლოდ ეს ახსნა აქვს მათ გაღიზიანებას, მათ უკმაყოფილებას, სხვა ახსნა უბრალოდ არ არსებობს, მაგრამ აქვე, მინდა ვთქვა, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად მე მესმის, რომ ყველას თავისი ინტერესი აქვს, უკრაინისთვის შეიძლება შვება ყოფილიყო ერთგვარი, თუ რუსეთი გარკვეულწილად გადაიტანდა ყურადღებას ჩვენი მიმართულებით, აქ რომ ყოფილიყო ეს ფაშისტური ორგანიზაცია ხელისუფლებაში, „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, ან სხვები, ანარქისტების სახით, რა თქმა უნდა, მათთვის ინტერესი იქნებოდა, საინტერესო იქნებოდა, რუსეთის ინტერესი, ყურადღება გადავიდოდა, მაგრამ ჩვენი ქვეყანა გადაიქცეოდა პოლიგონად, მეორე მარიუპოლს მივიღებდით, მეორე პოლიგონს მივიღებდით აქ. ეს არის რეალობა და რა თქმა უნდა, მეტი საშუალება ექნებოდა უკრაინას, რომ უკეთ მომზადებულიყო, დროს მოიგებდა, მაგრამ ჩვენი ქვეყანა განადგურდებოდა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რა ხდება დღეს მსოფლიოში. ამიტომ, მშვიდად ვიყოთ და არავის არ ავყვეთ, ამ ემოციებით მართვა ჩვენ არ გვინდა. ემოციები კარგია, ვაჩვენოთ, მაგრამ მმართველმა ძალამ და პარლამენტმა მკაფიოდ განმარტა, ეს კანონპროექტი მივიღეთ, მაგრამ ვაგზავნით ვენეციის კომისიაში, ანუ სად, ევროპაში, ველოდებით მათ პასუხს, ამის მიუხედავად, მათ გამოიჩინეს სულსწრაფობა და ძალიან კარგია, რომ გამოიჩინეს სულსწრაფობა, იმიტომ, რომ ისე არ განვითარდებოდა, როგორც განვითარდა. მათ ეგონათ, რომ აქ რაღაც მოხდებოდა, არაფერი არ მოხდებოდა და არც მოხდება, ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ და იმაზე მეტად გადაზღვეულია, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.