დიმიტრი ქუმსიშვილი: პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გამოყოფილ 5 000-ლარიანი თანადაფინანსებაზე მიკრომეწარმეები საშემოსავლო გადასახადს აღარ გადაიხდიან
27-11-2015, 03:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროგრამის "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გამოყოფილი 5 000-ლარიანი თანადაფინანსება ჩაითვლება როგორც გრანტები და მიკრომეწარმეები მათზე საშემოსავლო გადასახადს აღარ გადაიხდიან, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

 


"თქვენ მოგეხსენებათ, რომ "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში ჩვენ გვაქვს მიკრო და მცირე ბიზნესის მიმართულება, ეს არის 5 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტები. შესაბამისად, ჩვენ "გრანტების შესახებ კანონში" შეგვაქვს ცვლილება, გავიტანეთ კანონპროექტის დრაფტი, რომელსაც წავუდგენთ პარლამენტს და რომლის მიხედვითაც აღნიშნული სახსრები ჩაითვლება როგორც გრანტები და შესაბამისად, მათზე ამ მიკრომეწარმეებს საშემოსავლო გადასახადი გადასახდელი აღარ ექნებათ", - განაცხადა ქუმსიშვილმა.

 


მისივე თქმით, ამ წუთის მდგომარეობით 1 300-ზე მეტი ბენეფიციარი უკვე გამოვლენილია, 500 ბენეფიციართან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, მათ შორის 100-ზე მეტზე თანხა უკვე ჩარიცხულია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი