მინდა, ბოლოს კიდევ ერთხელ შევაფასო, რომ მთლიანობაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა ჩვენი ჰუმანური სახე, ჩვენი დემოკრატიულობა, ამავდროულად ჩვენი ხელისუფლების სიმტკიცე, სიძლიერე. მინდა, მადლობა გადაუხადო კიდევ ერთხელ ჩვენს მაგარ პოლიციას. მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს საპარლამენტო გუნდს, უმრავლესობას, პარტიის, პარლამენტის თავმჯდომარეებს, ყველას, ძალიან რთული დღეები იყო მათთვისაც, მაგრამ ჩვენ ყველამ კოლექტიურად მივიღეთ ეს გადაწყვტილება და ვთქვით, რომ ეს არის ერთადერთი სწორი, გონივრული და ეროვნული ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება, - ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა საჭიროა სიტუაციის დამშვიდება, სტაბილურობა და განვითარების მაღალი ტემპი.
„ჩვენ დავამშვიდებთ სიტუაციას, გვჭირდება სიტუაციის დამშვიდება, სტაბილურობა, განვითარების მაღალი ტემპები და ყველაფერი იქნება ძალიან კარგად.
ბოლოს მინდა ვუთხრა ჩვენს მტრებს, რომ მათ კიდევ ერთხელ წააგეს და ვერ შეძლებენ ჩვენი ქვეყნის დანგრევას. მათ ერთხელ უკვე დაანგრიეს ჩვენი ქვეყანა და ჩვენ მეორედ აღარ მივცემთ ამის საშუალებას,“- აღნიშნა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.