ირაკლი ღარიბაშვილი: ძალიან ბევრი ენჯეოს საქმიანობა არის დიდი ბუნდოვანებით, დიდი ბურუსით მოცული
12-03-2023, 22:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

რამდენიმე ათეული წელია საქართველოში ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს. ძალიან ბევრი ენჯეო იქმნება ყოველ წელს, მათი საქმიანობა არის დიდი ბუნდოვანებით, დიდი ბურუსით მოცული, მე ასე ვიტყოდი პირდაპირ, არ მოვერიდები ამის თქმას და მათი ფინანსები და მიღებული ფინანსებით მათი ქმედება მათი აქტივობა არის გაუმჭვირვალე - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 


პრემიერის თქმით, მიღებული ფინანსებით მათი ქმედება მათი აქტივობა არის გაუმჭვირვალე.

 


„ჩვენ მართლაც ძალიან რთული, ემოციური დღეები გადავიტანეთ, მაგრამ მე ვფიქრობ აქ კიდევ ერთხელ გამოცდა სახელმწიფოს სიძლიერეც, სიმტკიცეც და ხელისუფლების გონიერება. შევეცდები გულწრფელად და გულახდილად შევაფასო და ჩემი ერთგვარი ანალიზი წარუდგინო საზოგადოებას, თუ როგორ ვაფასებ ამ მოვლენებს, რა მოხდა. ალბათ უპრიანი იქნებოდა კიდევ ერთელ გავიხსენოთ, თუ საიდან დაიწყო ეს მოვლენები, რამ განაპირობა, რა იყო მაპროვოცირებელი ამაქციების ორგანიზების. კარგად მოგეხსენებათ, რომ ეს ყველაფერი უკავშირდება კაონპროექტს, რომელიც ჩვენ მოვიწონეთ და მხარი დავუჭირეთ. ეს შეეხებოდა უცხოური გალენის ორგანიზაციების რეგისტრაციას და მათი გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფას.

 


როდესაც ეს ინიციატივა თავდაპირველად იყო გუნდში განხილული, მაშინ ჩვენ ბუნებრივია დავიწყეთ სხვა ქვეყნების ანალოგიების შესწავლა. პირველი ასეთი ანალოგია იყო ჩვენთვის სამაგალითო სახელმძღვანელო ამერიკის შეერთებული შტატების, სადაც უკვე 1938 წლიდან მოქმედებს ეს კანონი. მას შემდეგ რამდენჯერმე მოხდა მისი მოდიფიცირება, დახვეწა, მაგრამ ეს კანონი მოქმედებს და მუშაობს. ვიცით სხვა მაგალითებიც ევროკავშირში რამდენიმე ქვეყანაში მოქმედებ, ახლა ვიცით რომ ბრიტანეთი მუშაობს, კანადაც. და სულ რამდენიმე კვირის წინ ასევე დაემთხვა, უბრალოდ მაშინ როცა ჩვენ ვიწყებდით აქტიურად განხილევბს ამ კანონპროექტის გახსოვთ თქვენ ალბათ, საზოგადოებამ ნახა ინფორმაცია, რომ ევროპალრამენტში მოხდა ინიცირება ანალოგიური შინაარსის კანონპროექტის, ყველაზე დიდი პარტია EPP, რომელიც ყველასთვის ცნობილი არის, სახალხო პარტია, სახალხო პარტია იყო ინიციატორი ამ კანონპროექტის.

 


ახლა რა იყო მთავარი მიზანი ამ კანონპროექტის განხილვის და შემდეგ ამ კანონის მიღების. მე დეტალებში არ შევალ, ჩვენმა კანონმდებლებმა ძალია კარგად განმარტეს ბოლო დღეების განმავლობაში და მანამდეც შინაარსი, დეტალები, რას ემსახურებოდა ამ კანონის მიღება, მაგრამ ერთი რამე მინდა ვთქვა . იცით რომ რამდენიმე ათეული წელია საქართველოში ძალიან ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია მოქმედებს. ძალიან ბევრი ენჯეო იქმნება ყოველ წელს, მათი საქმიანობა არის დიდი ბუნდოვანებით, დიდი ბურუსით მოცული, მე ასე ვიტყოდი პირდაპირ, არ მოვერიდები ამის თქმას და მათი ფინანსები და მიღებული ფინანსებით მათი ქმედება მათი აქტივობა არის გაუმჭვირვალე“-, განაცხადა პრემიერმა.

 

 

ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველოში მოქმედი არასამთავრობეობის ერთი ნაწილი პირდაპირ ემსახურება შუღლის გაღვივებას ძალიან ბევრ პროვოკაციებში არიან ჩართული და ხალხმა უნდა იცოდეს თუ რას ემსახურება მათი საქმიანობა.

 

 

„ასევე მინდა გითხრათ რამდენიმე მაგალითი. მე მქონდა საუბარი რამდენიმე ჩვენს უცხოელ პარტნიორთან, მეგობრებთან და მათ მკითხეს, მაგალითად რომელი არასამთავრობოს საქმიანობის გამჭვირვალობას ითხოვთ თქვენ, ან რომლის საქმიანობა იწვევს კითხვებს , რამდენიმეს ჩამოვთვლი, ბევრს აღარ გავაგრძელებ, არ შევაწყენ საზოგადოებას , მაგალითად ცნობილი თავისი დესტრუქციეული ქმედებებით და პროვოცკაციებით, ე.წ. სირცხვილიას მოძრაობა, რომელიც ფინანსდება პირდაპირ უცხოური ორგანიზაციების მხრიდან მათ შორის უცხო ქვეყნების სახელმწიფო ორგანანიზაციების მხირდან. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ორგანიზაცია შემდეგ აქ ითხოვდა მთავრობის გადადგომას, ჩემს გადადგომას, ძალიან ბევრი დესტრუქციული ქმედება იქნა განხორციელებული მათ მიერ, ან უშუალოდ მათ მიერ ან მათი თანამონაწილეობით . ჩვენ ვიცით ე.წ. პროვოკაციული მოძრაობა „თბილისი პრაიდი“ რომელიც აპირებდა მეტად პროვოკაციული ღონისძებების ჩატარებას ე.წ. პარადების ჩატარებას გახსოვთ კარგად ხომ? ამან ძალიან დიდი მრელვარება გამოიწვია. ეს ყველაფერი უკავშირდება სწორედ მათ დესტრუქციულ საქმიანობას. ორგანიზაცია იემსი მაგალითად. შეიძლება ძაალიან ბევრმა არ იცის, მაგრამ მე ვიცი თუ რამდენად დესტრუქციული საქმიანობით არის დაკავებული ეს ორგანიზაცია. ეს ადამიანები პირდაპირ ემსახურებიან შუღლის გაღვივებას ძალიან ბევრ პროვოკაციებში არიან ჩართული. საერთაშორისო გამჭვირვალობა, ძალიან ბევრი ორგანიზაცია, იგივე ისფედი რომელმაც პირდაპირ გაყალბებული მონაწმებეი წარმოადგინა, მე ვგულისხმობ არჩევნების დღეს და შემდგომ პერიოდში პარალელური დათვლის შედეგები იყო გაყალბებული, რომელიც მათ მერე აღიარეს. ჩვენი ამოცანა არის ვიცოდეთ, იცოდეს ჩვენმა ხალხმა თუ რას ემსახურება მათი საქმიანობა. აი ეს იყო მთავარი მოტივაცია“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი