რაც შეეხება „გირჩთან“ ასე ვთქვათ ამ გამოწვევაზე პასუხს, ჩემი იდეა იყო ასეთი, რომ სტუდენტებს შევთავაზეთ ალტერნატიული სამსახური. თუ სტუდენტი ჩააბარებს უნივერსტეტში და ჩაირიცხება, ჩვენ მათ ვეუბნებით რომ თუ წელიწადში, ზაფხულში ერთი თვე შენ მოიცლი და წახვალ ჯარში, ერთი თვე რა პრობლემაა ხო, ივარჯიშებ, ისწავლი სროლას, ა.შ. 4 წლის განმავლობაში 4 თვე გამოუვა ჯამში, შენ ჩაგეთვლება ნამსაწურებად მთელი ეს პერიოდი. 4 წელიწადში 4 თვე არაფერია რეალურად. ეს არის პასუხი „გირჩის“ მავნებლურ, მკრეხელურ მოძრაობაზე, - ამის შესახებ პრემიერმა განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კანონში შევა შესაბამისი ცვლილება.
„ამით ჩაიკეტა, მოგვარდა. ჩვენ გვქონდა კონსულტაციები ეკლესიასთანაც, კანონში შევა შესაბამისი ცვლილება და ეს საკითხი დარეგულირდება. ყველა გაივლის სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში. ეს იყო მთავარი მიღწევა, რომელზეც ჩამოვყალიბდით. აღარ იქნებიან მხოლოდ ყარაულები, არამედ მოემზადებიან, ეს იქნება დისციპლინირებული, ჯანსაღი, პატრიოტი თაობა,“- აღნიშნა პრემიერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.