პროგრამით - "აწარმოე საქართველოში" რამდენიმე ახალი საწარმო აშენდება - აღნიშნული განცხადება მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა გააკეთა.
"აქ აშენდება მინერალური და მტკნარი წყლის საწარმო, რომლის დეკლარირებული სიმძლავრე, რაც პროექტშია წარმოდგენილი, არის 10 მილიონი ლიტრი წელიწადში. საწარმოს მშენებლობა მომავალი 24 თვის მანძილზე განხორციელდება. ამ საწარმოში მშენებლობის დასრულების შემდეგ, სულ მცირე 20 ადამიანი დასაქმდება, ხოლო მშენებლობის პერიოდში გაცილებით მეტი. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ ამჟამად, ასანთი სრულად იმპორტირებულია ჩვენს ქვეყანაში და შესაბამისად, ხობში აშენდება ასანთის ქარხანა, რომელსაც საკმაოდ დიდ წარმოება ექნება. ეს არის წელიწადში სადღაც 100 მილიონი კოლოფი. აქ ინვესტიციების რაოდენობა არის მილიონ 200 ათასი ლარი და აქაც 50 ადამიანამდე დასაქმდება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.