კახა კალაძე: არავის არაფერი გამოუვა; თუ ვინმე გადასცდება კანონის ფარგლებს, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება
13-03-2023, 14:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


დედაქალაქის მერმა მედიასთან საუბრისას ქვეყანაში განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ შეაფასა და ოპოზიციის მიზნებზე ისაუბრა.

 

 

კახა კალაძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, არეულობით და რევოლუციური სცენარით მოვიდნენ ხელისუფლებაში, განწირულია კრახისთვის.

 

 

„ოპოზიციის მხრიდან ყოველდღიურად იყო მოწოდებები მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით. ეს ჩვენ ხომ არ მოგვიგონია. კონკრეტული ადამიანები აკეთებდნენ ამ განცხადებებს. ვფიქრობ, ზოგიერთი პოლიტიკოსი რეალობას აცდენილია. ვერ ხვდებიან და ვერ ხედავენ, რა ვითარებაა ქვეყანაში. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელია დაპირისპირებით, რევოლუციით, სისხლისღვრით, ძალიან ცდება. ხელისუფლების შეცვლა საქართველოში, ისევე, როგორც ნებისმიერ დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყანაში მოხდება ცივილური გზით და ამას გადაწყვეტს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა და არა კონკრეტული პოლიტიკოსები, რომლებსაც მხოლოდ ერთი მიზანი აქვთ - დაპირისპირება, არეულობა, სისხლისღვრა და ა.შ. არავის არაფერი გამოუვა. თუ ვინმე გადასცდება კანონის ფარგლებს, ამას ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი