იქნებ ეს ვანო მერაბიშვილი გაჩუმდეს და გეოპოლიტიკური განცხადებების კეთებას თავი დაანებოს. მით უფრო, რომ ხშირად, ვფიქრობ, თავადაც ვერ ხვდება რა სისულელე შეიძლება წამოროშოს, - ამის შესახებ „ფეისბუქში“ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი წერს.
„იქნებ ეს ვანო მერაბიშვილი გაჩუმდეს და გეოპოლიტიკური განცხადებების კეთებას თავი დაანებოს. მით უფრო, რომ ხშირად, ვფიქრობ, თავადაც ვერ ხვდება რა სისულელე შეიძლება წამოროშოს. რომელი რუსეთთან ომი, რა პრო-უკრაინული მთავრობა, რის არგენტინული, საქართველოში მთავრობა უნდა იყოს პრო-ქართული, ეს კი იმავდროულად ნიშნავს პრო-ამერიკულ, პრო-უკრაინულს, პრო-ფრანგულს და მოკლედ, პრო-პროგრესულს. რაც სჭირდება ჩვენგან კაცობრიობას და უპირველესად, ქართველ ხალხს. ასეთი განცხადებები აფრთხობს ყალყზე საბრძოლველად ამხედრებულ ჩვენს საზოგადოებას და უნებლიეთ თუ განზრახ, წყალს ასხამს უკვე ისტორიის სანაგვეზე მიმავალ ივანიშვილის რეჟიმს“, - აცხადებს შალვა ნათელაშვილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.