საქართველოს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები განცხადებას ავრცელებენ: „როგორ შექმნას სახელმწიფომ თავდაცვის ძალების რეზერვი, თუ ჩვენი ახალგაზრდობა უარს იტყვის ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლაზე“
13-03-2023, 17:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ა(ა)იპ ვეტერანთა ცენტრალური კავშირის გამგეობა საქართველოს თვდაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ „თავდაცვის კოდექსის“ შესახებ კანონპროექტს ეხმაურება და გამოხატავს აღშფოთებას, მათდამი, ვინც ფიქრობს, რომ „სამშობლოს ემსახუროს ის, ვისაც ეს უნდა“.

 

 

საქართველოს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები კითხვას სვამენ, თუ „როგორ შექმნას სახელმწიფომ თავდაცვის ძალების რეზერვი, თუ ჩვენი ახალგაზრდობა უარს იტყვის ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლაზე“.

 

 

„გვინდა გამოვეხმაუროთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტის „თავდაცვის კოდექსი“ გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს, განსაკუთრებით წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის მიმართ ჩვენი ახალგაზრდების გარკვეული ნაწილის დამოკიდებულებას.

 


ჩვენ, საქართველოს ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, აღშფოთებული ვართ, რომ ქვეყანაში, რომელმაც ომებით გამოიარა მთელი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორია, რეგიონში გაზრდილი საფრთხეების და ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების გათვალისწინებით, ჰყავს შვილები, რომლებიც აპროტესტებენ საკუთარი ქვეყნის თვდაცვის ძალებში სამსახურს და არგუმენტად მოჰყავთ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის აუცილებლობა, ანუ, „სამშობლოს ემსახუროს ის, ვისაც ეს უნდა“.

 


გვინდა ამ ახალგაზრდებს მივანიშნოთ, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, სიმძიმის ცენტრი გადმოვიდა რეზერვისტებით დაკომპლექტებულ დანაყოფებზე, რომლებშიც ჩართული იყო მოსახლეობის ყველა ფენა, მ.შ. ქალებიც. ისმის კითხვა, როგორ შექმნას სახელმწიფომ თავდაცვის ძალების რეზერვი, თუ ჩვენი ახალგაზრდობა უარს იტყვის ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლაზე. ახალგაზრდების ამ ნაწილისგან ჩვენ ადრე გვესმოდა, რომ არ იმსახურებდნენ ჯარში „ყარაულებად“. ეს სრულიად სამართლიანი მოთხოვნა იყო, რადგან იმ სამსახურს არაფერი საერთო არ ჰქონდა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასთან. შემოთავაზებულ კანონპროექტში კი ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ სამხედრო სამსახურს წვევამდელები გაივლიან მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს დანაყოფებში.

 


მოვუწოდებთ ხელისუფლებას, რომ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების ჩართულობით, გააძლიეროს მოსწავლე-ახალგაზრდობასთან სამხედრო-პატრიოტული მუშაობა, რათა მათ ნათლად დაინახონ რას წარმოადგენს დღევანდელი ჯარი და რომ მასში სამსახური არის არა დამამცირებელი, არამედ პრესტიჟული.

 


ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები, თხოვნით მივმართავთ ახალგაზრდების იმ ნაწილს, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი და ვთავაზობთ ჩავატაროთ შეხვედრები, სადაც ერთად გავეცნობით და განვიხილავთ ამ კოდექსის მათთვის საინტერესო დებულებებს, რაც საშუალებას მოგცემთ მიიღოთ ღირსეული გადაწყვეტილება.

 

 

სამშობლო ჩვენ გვაქვს ერთი და მისი დაცვა ყველა ჩვენგანის წმინდათა- წმინდა ვალია“,- აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი