GUARDIAN.GE - ევროკავშირი მუშაობს კანონზე, რომელიც აიძულებს არასამთავრობო ჯგუფებს, საკონსულტაციო კომპანიებსა და აკადემიურ ინსტიტუტებს, გაასაჯაროონ ევროკავშირის გარედან შემოსული ნებისმიერი დაფინანსება ბლოკში უცხოური გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის ფონზე. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკოს“ სამმა წყარომ დაუდასტურა.
დაგეგმილი კანონმდებლობა, რომელიც ძალიან ადრეულ ეტაპზეა, ეხმიანება მსგავს კანონებს ავსტრალიაში და შეერთებულ შტატებში. აშშ-ში, უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი 1938 წლიდან ავალდებულებს ლობისტებს, რომლებიც მუშაობენ უცხოური მთავრობების სახელით, დარეგისტრირდნენ ფედერალურ მთავრობაში.
ევროკომისიის ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, რომელმაც არ ისურვა მისი ვინაობის გამჟღავნება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კანონის ვეროკავშირისეული ვარიანტი მიმართული იქნება ინდივიდუალური პირების წინააღმდეგ, თუმცა აიძულებს ევროკავშირის შიგნით როგორც კომერციულ, ისე არაკომერციულ ორგანიზაციებს, გაასაჯაროონ ევროკავშირის ფარგლებს გარედან მიღებული ისეთი ტრანზაქციები, როგორიცაა მაგალითად, აკადემიური სწავლის გადახდა. კანონპროექტმა დასრულებული სახე მაისის ბოლოსთვის უნდა მიიღოს.
ევროკომისიის ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, ბლოკის გარშემო არსებული კომერციული და არაკომერციული ორგანიზაციები აიძულებს გამოავლინონ არაევროკავშირის დაფინანსება, როგორიცაა აკადემიური სწავლის გადახდა. განიხილება კანონის ირგვლივ წინასწარი აზროვნება, რომელიც მაისის ბოლოს დასრულდება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ბოლო წლებში ევროპა უცხოური გავლენის მთელ რიგ ოპერაციებს ებრძვის - დაწყებული რუსეთის კიბერთავდასხმების შედეგად ინფორმაციის გაჟონვით, რომელიც მიმართულია არჩევნების შედეგების შესაცვლელად - გაგრძელებული ჩინეთის უნივერსიტეტებისთვის განკუთვნილი გრანტებით, რომელთა მიზანია ადამიანის უფლებების საკითხზე რიტორიკის ფორმირება და დამთავრებული ყველაზე ბოლო ამბით - ყატარგეითის კორუფციული სკანდალით, რომელმაც ევროპარლამენტი შეძრა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა გასული წლის სექტემბერში ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას „დემოკრატიის დაცვის“ პაკეტი გამოაცხადა, რამაც საფუძველი დაუდო უცხოური გავლენის შესახებ კანონპროექტზე მუშაობის დაწყებას, რასაც იუსტიციის საკითხებში ევროკომისარი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერა იუროვა ხელმძღვანელობს.
კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტზე მუშაობა უხერხულ დროს დაიწყო. ევროკავშირმა საკანონმდებლო ინციატივაზე მუშაობა გაააქტიურა სწორედ მაშინ, როდესაც საქართველოში პროტესტმა იფეთქა ანალოგიური კანონპროექტის გამო, რომელიც აიძულებდა ორგანიზაციებს, დარეგისტრირებულიყვნენ როგორც „უცხოური გავლენის აგენტები“, თუკი მათი დაფინანსების 20%-ზე მეტი უცხო ქვეყნიდან იქნებოდა მიღებული. ეს კანონპროექტი, რომელიც ფართოდ აღიქმებოდა, როგორც რუსული მაგალითის მიხედვით სახელმწიფო კონტროლის გამკაცრების მცდელობა, გასულ კვირას, მასობრივი პროტესტის შემდეგ გაიწვიეს.
„ეს აშკარად დელიკატური საკითხია. ჩვენ დაინტერესებული მხარეების ფართო წრისგან ინფორმაციის შეგროვების ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზე ვართ, რათა დავრწმუნდეთ, რომ სწორ მიდგომას ვიყენებთ“, - განაცხადა „პოლიტიკოსთან“ ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
თუ რამდენად მგრძნობიარეა ეს საკითხი, ამას აჩვენებს ის, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები აღშფოთებულნი არიან კომისიის სახელით გაგზავნილი წინასწარი კითხვარის გამო, რომელიც, სავარაუდოდ, გავლენის შეფასებას შეეხება, რომელიც აპრილში, კანონის შემუშავების ფარგლებში დასრულდება.
გამოკითხვის ასლის მიხედვით, რომელიც POLITICO-მ ნახა, რესპონდენტებს უკვე სთხოვენ, დააკონკრეტონ ევროკავშირის ფარგლებს გარედან მიღებული თავიანთი დაფინანსების წყაროები.
ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა შეშფოთება იმის შესახებ, რომ თუ ევროპა გააგრძელებს აშშ-ის „უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის“ მსგავს საკუთარ ვერსიაზე მუშაობას, ის შეიძლება იარაღად იყოს გამოყენებული უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის მსგავსი გავლენიანი პირების მიერ მათ ქვეყანაში პრო-დემოკრატიულ ძალებზე ზეწოლის განსახორციელებლად.
ევროკომისიის ოფიციალური პირის ცნობით, მდგომარეობის დასაშოშმინებლად, ევროკომისარი ვერა იუროვა მიმდინარე კვირაში სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებთან შეხვედრების სერიას გამართავს.
მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ POLITICO-ს მიხედვით
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.