შალვა ნათელაშვილი: ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. კიდევ ორი წელი ივანიშვილის დატოვება იქნება ტრაგიკული ბედისწერა საქართველოსთვის
14-03-2023, 21:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. კიდევ ორი წელი ივანიშვილის დატოვება უმაღლეს ხელისუფლად იქნება ტრაგიკული ბედისწერა საქართველოსთვის და უპატიებელი ცოდვა შთამომავლობის წინაშე, -ამის შესახებ „ფეისბუქში“ „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი წერს.

 


„ამგვარი უმძაფრესი, სამოქალაქო დაპირისპირებამდე მისული კრიზისებიდან, მსოფლიო პოლიტიკაში აპრობირებული ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. ვინც ამის წინააღმდეგი არის საკუთარი თავის მეგობარი და ქვეყნის არაკეთილისმსურველი. რაც გვესმის პოლიტიკოს-ექსპერტთა არგუმენტები, ნაკარნახევია მხოლოდ და მხოლოდ პირადი ანგარებით და ინტერესებით. წიგნს მაინც ჩახედონ. ისრაელში ყოველ წელს ტარდება ქნესეთის არჩევნები, ხოლო ამერიკის კონგრესში წევრთა უფლებამოსილება მხოლოდ ორი წელია. ოთხი წელი რატომ უნდა იჯდეთ მანდ? თუ რამის დანგრევა შეგეძლოთ დაანგრიეთ ახლა რაღა გაწუხებთ? ყველამ გაითვალისწინოს - კიდევ ორი წელი ივანიშვილის დატოვება უმაღლეს ხელისუფლად იქნება ტრაგიკული ბედისწერა საქართველოსთვის და უპატიებელი ცოდვა შთამომავლობის წინაშე“, - აცხადებს ნათელაშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი