იენს სტოლტენბერგი: საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში რუსეთის ქმედებები მეტყველებს, რომ რუსეთი ქვეყნის სუვერენიტეტს ხელშეუხებელ პრინციპად აღარ მიიჩნევს
27-11-2015, 04:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში რუსეთის ქმედებები მეტყველებს, რომ რუსეთი ქვეყნის სუვერენიტეტს ხელშეუხებელ პრინციპად აღარ მიიჩნევს. ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი წერს სტატიაში, რომელიც რამდენიმე ევროპულ გამოცემაში გამოქვეყნდა.

 


სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ ვითარება ევროპაში ნაკლებად პროგნოზირებადი და სტაბილური გახდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, რუსეთმა ნატო-ს საზღვრებთან სამხედრო აქტივობა მნიშვნელოვნად გაზარდა და მზად არის, პოლიტიკური მიზნების მისაღწევად ძალა გამოიყენოს.

 


"ჩვენს სამეზობლოში მზარდ არაპროგნოზირებადობაზე საპასუხოდ, ნატო-მ ყველა მოკავშირის დასაცავად თავდაცვითი ზომები მიიღო. ჩვენ ამას გავაგრძელებთ, ვიდრე ამის საჭიროება არსებობს. ამასთანავე, ევროპაში გრძელვადიანი სტაბილურობის აღდგენა მოითხოვს ასევე, ევროპის უსაფრთხოების წესების მოდერნიზებას", - წერს სტოლტენბერგი.

 


ნატო-ს გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ რუსული სამხედრო სწავლებების რაოდენობა ცივი ომის დასრულების შემდეგ უპრეცედენტოა. ბოლო სამი წლის განმავლობაში რუსეთმა 18 მოულოდნელი სამხედრო სწავლება ჩაატარა, ზოგიერთ სწავლებაში ჩართული იყო 150 000-ზე მეტი სამხედრო.

 


"ჩვენ ასევე ვხედავთ რუსეთის საჰაერო და საზღვაო აქტივობის გაზრდას, რაც როგორც ჩანს, მეზობლების რეაქციის შემოწმების მიზნითაც კეთდება", - აღნიშნავს სტოლტენერგი.
სტოლტენბერგი ახსენებს მკითხველს, რომ სამხედრო სწავლების უფლება ყველა სახელმწიფოს აქვს, თუმცა რუსეთისგან განსხვავებით, ნატო სწავლებების გრაფიკს ყოველთვის ასაჯაროებს და იწვევს დამკვირვებლებს, მათ შორის რუსეთიდანაც.

 


სტოლტენბერგი აღნიშნავს, რომ ეუთო-ს წევრები, მათ შორის რუსეთიც, შეთანხმდნენ ევროპაში სამხედრო აქტივობის რეგულირების წესებზე, რომელიც დაგეგმილი სწავლების შესახებ წინასწარ შეტყობინებას და მონიტორინგს ითვალისწინებს.

 


"ეს ზომები ასახავს საერთო პრინციპებს, რომელიც მიმართულია ევროპაში კონფლიქტის არიდებასა და ამასთანავე, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტის პატივისცემისკენ. მიუხედავად ამისა, რუსეთის ქმედებები უკრაინაში, მანამდე საქართველოში და ასევე მოლდოვაში მეტყველებს, რომ მოსკოვი აღარ მიიჩნევს ამ პრინციპეს ხელშეუხებლად" - წერს სტოლტენბერგი.

 

 

"ფაქტია, რომ ევროპული უსაფრთხოების წესები მოძველდა. ჩვენ ამ წესების მოდერნიზება უნდა მოვახდინოთ, რათა ავსახოთ დღევანდელი რეალობა და კვლავ ჩავრთოთ რუსეთი. ჩვენ ძალისხმევა უნდა გავაორმაგოთ და გავაძლიეროთ ევროპული უსაფრთხოების წესები. ამის გარეშე, ევროპაში გრძელვადიანი სტაბილურობა არ იქნება" - წერს ნატო-ს გენერალური მდივანი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი