ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სასკოლო ოლიმპიადაში მონაწილე 100-მდე ბავშვს სპეციალური ფორმები ლანჩხუთის მერის პირველმა მოადგილე ეკატერინე გუჯაბიძემ გადასცა.
„ვცდილობთ ჯანსაღი ცხოვრების წესსა და პოპულარიზაციას ხელი შევუწყოთ. მინდა წარმატება ვუსურვო ბავშვებს. სასკოლო სპორტული ოლიმპიადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ტრადიციულად, ყოველწლიურად იმართება და მასში ყველა საჯარო და სამრევლო სკოლის მოსწავლეა ჩართული“.- აღნიშნა ეკატერინე გუჯაბიძემ.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სასკოლო სპორტული ოლიმპიადა სპორტის 7 სახეობაში ტარდება. გამარჯვებულები რეგიონულ შეჯიბრში მიიღებენ მონაწილეობას.
შეხვედრა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა, რომელსაც რესურსცენტრის ხელმძღანელი ნინო ჩიტაძე და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.