ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ინვესტიციების რაოდენობა იზრდება" - ამის შესახებ ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრეს -კონფერენციაზე განაცხადა და დაამატა, რომ ქვეყანაში "შთამბეჭდავი რეფორმები" განხორციელდა.
"მინდა ხაზი გავუსვა იმ შთამბეჭდავ რეფორმებს, რომელიც საქართველომ განახორციელა, რათა შესრულებულიყო ის მოთხოვნები, რომლებიც ასოცირების ხელშეკრულებაშია გაწერილი.
გასულ კვირას საქართველო ევროკავშირის ასოცირების საბჭომ ჯეროვანი შეფასება მისცა მიღწეულ პროგრესს და დააფიქსირა მზადყოფნა, რომ გავაღრმავოთ ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირება და ეკონომიკური ინტეგრაცია.
ასევე ჩვენ განვიხილეთ ძალზედ მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საქართველოს პროდუქციის ევროკავშირის მიმართულებით ექსპორტს უკავშირდება. გარდა ამისა, ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოში ინვესტიციების რაოდენობა იზრდება. ეს ასევე ძალიან დადებითი თემაა. ფულს სჭირდება სტაბილურობა და თუ ფული სადღაც იდება და ინვესტირდება, ეს ყველაზე კარგი მაჩვენებელია იმის, რომ ქვეყანაში სტაბილურობაა", - განაცხადა ჰანმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.