საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მოხალისეთა ორგანიზაციების
ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ახალგაზრდული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების
წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ახალგაზრდებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის
მოადგილემ დავით სუჯაშვილმა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, ბრიგადის
გენერალმა მამია ბალახაძემ უმასპინძლეს.
ვიზიტის ფარგლებში მოხალისეთა ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის
კიბერუსაფრთხოების შესახებ ლექცია ჩატარდა. სტუმრებმა კიბერსივრციდან მომდინარე
საფრთხეებისა და მათთან გამკლავების გზების შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიიღეს.
ლექციის შემდეგ ახალგაზრდული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით
შეამკეს, ასევე დაათვალიერეს აკადემიაში არსებული ინფრასტრუქტურა და იუნკერების
სასწავლო პროცესს ადგილზე გაეცნენ.
მოგვიანებით, მათ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილეს. საქართველოს თავდაცვის
სამინისტრო ახალგაზრდულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მჭიდროდ თანამშრომლობს,
რაც თავდაცვის ძალების საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და
ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.