პირადი დაცვის მომზადების მეოთხე კურსის გამოშვების ცერემონია გაიმართა
19-03-2023, 12:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა პირად
მცველთა საწყისი პროფესიული მომზადების კურსი დაასრულეს. რეინჯერისა და სპეციალური
დანიშნულების ქვედანაყოფებიდან შერჩეულ პირად შემადგენლობას რთული და
მნიშვნელოვანი კურსის წარმატებით დასრულება სპეციალური ოპერაციების ძალების
მეთაურმა, პოლკოვნიკმა თეიმურაზ ყლატეიშვილმა მიულოცა და წარმატებები უსურვა. მან
ინსტრუქტორებს კურსის უსაფრთხოდ და მაღალ დონეზე ჩატარებისთვის მადლობა
გადაუხადა.

 


სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა პირადი დაცვის ამოცანების
სათანადოდ შესასრულებლად, ტაქტიკური და საცეცხლე მომზადება გაიარეს. აღნიშნულ
სწავლებაში გაძლიერებული იყო სამხედრო მხარდამჭერი ელემენტები, მათ შორის საჰაერო
მხარდაჭერისა და ფეთქებადი საბრძოლო მასალების გაუვნებელყოფის (EOD) ჯგუფები.
კულმინაციურ ფაზაში პირადი შემადგენლობის მიერ განხორციელებული საჩვენებელი
სწავლება მიზნად ისახავდა მნიშვნელოვანი ობიექტის დაცვის უზრუნველყოფას. სამხედრო
მოსამსახურეებმა საჩვენებელ სწავლებაში შვეულმფრენები და ქართული წარმოების
ჯავშანმანქანა „დიდგორი“ გამოიყენეს.

 


ღონისძიების დასასრულს მონაწილეებს სერტიფიკატები და სპეციალურად დამზადებული
სამკერდე ნიშნები გადაეცათ. საჩვენებელ სწავლებას თავდაცვის ძალებისა და სახელმწიფო
დაცვის სპეციალური სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 


პირად მცველთა მომზადების კურსი მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური
დანიშნულების საწვრთნელი ცენტრის ორგანიზებით მეოთხედ გაიმართა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი