იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე გუბერნატორმა იოსებ ხახალეიშვილმა და გამგებელმა რობიზონ გვენეტაძემ, ტყიბულის მუნიციპალიტეტში დასრულებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტში გელათის ღვთისმშობლის სახელობის ცენტრალური ტაძრის გუმბათზე ქვის სარესტავრაციო - საკონსერვაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ასევე, სამონასტრო კომპლექსის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა ხორციელდება, რომელიც ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ავტოსადგომის მოწყობას ითვალისწინებს.
აღნიშნულ პროექტს მსოფლიო ბანკი 2 500 000 ლარით აფინანსებს. ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაბოსლევში უკვე დასრულდა 800 მ–იანი გზის მონაკვეთის მოასფალტება.
რეაბილტირებული გზით 170 ოჯახზე მეტი ისარგებლებს, პროექტის ღირებულება 100 000 ლარს შეადგენს. სოფელ საწირის საჯარო სკოლის ეზოში კი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სპორტული სტადიონი გაკეთდა. შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 165 000 ლარი დაიხარჯა. ტყიბულის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება და კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი, სპორტის სასახლის, რებილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებისთვის 200 000 ლარია გამოყოფილი, სპორტის სასახლე 2016 წელს ამოქმედდება.
იმერეთის გუბერნატორი ასევე ტყიბულში მოქმედ ჩაის ფაბრიკას ეწვია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.