პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, 18 მარტს, ბორჯომში საპარლამენტო უმრავლესობისა და საქართველოს მთავრობის გასვლით სამუშაო შეხვედრაზე განათლების მინისტრთან დაკავშირებით იყო საუბარი და საკადრო გადაწყვეტილების შემთხვევაში, განცხადებას პრემიერ-მინისტრი გააკეთებს.
„შეხვედრაზე განათლების მინისტრთან დაკავშირებით იყო საუბარი, შესაძლო საკადრო გადაწყვეტილების თემასთან დაკავშირებით. გავცვალეთ გარკვეული აზრები ამ საკითხთან, ზოგადად საგანმანათლებლო სისტემასთან დაკავშირებით. საკმაოდ საინტერესო მოსაზრებებიც მოვისმინეთ. საკადრო გადაწყვეტილებების თემა საბოლოოდ თუ იქნება დადასტურებული, ამის თაობაზე განცხადებას გააკეთებს ის ადამიანი, ვინც იღებს ამ გადაწყვეტილებას, კერძოდ, პრემიერ-მინისტრი“, – განუცხადა ვოლსკიმ „პირველ არხს“ და დაამატა, რომ პარტიის დატოვებას არავინ აპირებს.
„გარკვეული მოსაზრებები ჩამოყალიბდა იმ კენჭისყრის შემდეგ, რომელიც ეხებოდა საერთაშორისო სტრუქტურებიდან დაფინანსებული ორგანიზაციების გამჭვირვალობას. არიან ადამიანები, ვინც ამ კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი პოლიტიკურად გაემიჯნენ „ქართულ ოცნებას“. გარკვეული მოსაზრებები აქვთ და გადაწყვეტილებებსაც თვითონ მიიღებენ. რასაკვირველია, აქ რეპრესიული სისტემა არ მუშაობს, წავიდა, 2012-ის შემდეგ ჩავაბარეთ წარსულს რეპრესიები, ნებისმიერი სახის, შიდაპოლიტიკური, სახელმწიფო დონეზე თუ საზოგადოების მიმართ. ასე რომ, სავსებით ჯანსაღი მსჯელობა იყო ამ თემაზეც და სხვა არაერთ საკითხზეც, მათ შორის საერთაშორისო მდგომარეობასთან დაკავშირებით. ურთულესი სიტუაციაა შექმნილი მსოფლიოში და, რასაკვირველია, გაცილებით გლობალური თემებიც იქნა განხილული, ვიდრე ცალკეული მიმართულებები, თუნდაც კონკრეტულ განათლების სფეროში“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.