იოჰანეს ჰანი: დარწმუნებული ვართ, რომ 2016 წელს არჩევნები შესაბამის დონეზე ჩატარდება და მისი შედეგები აღიარებული იქნება
27-11-2015, 04:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ხაზს ვუსვამთ, რომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს, - ამის შესახებ  ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან გამოხატა რწმენა, რომ  საქართველოში 2016 წლის არჩევნები შესაბამის დონეზე ჩატარდება და მისი შედეგები აღიარებული იქნება.


"მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ ასოცირების ხელშეკრულება არის უმნიშვნელოვანესი თემა. ასევე მომავალ წელს იქნება პირველი საარჩევნო კამპანია, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების ჩარჩოებში გაიმართება. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ არჩევნები შესაბამის დონეზე ჩატარდება და მისი შედეგები აღიარებული იქნება.


გარდა ამისა, ყველა მხარეს უნდა ჰქონდეს წვდომა მასმედიაზე. ასევე ხაზს ვუსვამთ, რომ პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღებას ადგილი არ უნდა ჰქონდეს. ამ მიმართულებით უნდა გაღრმავდეს ჩვენი თანამშრომლობა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს მცდელობებს, მოახდინოს სასამართლო სისტემის რეფორმირება და ყველა ის, საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ მოითხოვს დამატებით მუშაობას, ჩემი აზრით, შესრულებული იქნება," აღნიშნა იოჰანეს ჰანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი