ირაკლი ღარიბაშვილი: EPP-ის ინიციატივის განხილვას, რომელიც უკავშირდება ამერიკული კანონის ე.წ. FARA-ს ანალოგიის შემოღებას ევროკავშირისთვის, ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით და ამის შემდეგ გავაკეთებთ შეფასებებს
21-03-2023, 11:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ეს არის ორმაგი სტანდარტი. ჩვენი ხალხი ხედავთ და დაინახავს კიდევ უფრო მეტად რაც დრო გავა, რომ ჩვენ თუ რაიმეს ვაკეთებთ, ან გვინდა რომ გავაკეთოთ, ყველაფერი მოდის შესაბამისობაში იმ მსოფლიო პრაქტიკასთან და ტენდენციებთან, რომელიც დღეს მთელ მსოფლიოში და მთელ ევროპაში ვითარდება, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც EPP-ის ჯგუფის პარლამენტარების მოწოდებას შეეხებოდა უცხოურ აგენტებთან დაკავშირებული კანონპროექტის შემუშავებაზე მაშინ, როცა ისინი საქართველოს შემთხვევაში საკმაოდ მწვავე განცხადებებს აკეთებდნენ.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ამ ინიციატივის განხილვას ყურადღებით დააკვირდება და ამის შემდეგ გაკეთდება შეფასებები.

 

„თქვენ ახსენეთ EPP-ის ინიციატივა, რომელიც უკავშირდება ამერიკული კანონის ე.წ. FARA-ს ანალოგიის შემოღებას, რომელიც გახდება სავალდებულო ევროკავშირისთვის. ჩვენ რა თქმა უნდა, ამ პროცესს, ამ ინიციატივის განხილვას, ყურადღებით დავაკვირდებით და ამის შემდეგ გავაკეთებთ ჩვენს შეფასებებს,“- აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი