"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატ, დავით დარჩიაშვილის შეფასებით, მთავრობას საქართველოში "კომუნისტური და პოსტკომუნისტური, წითელი დირექტორებისა და კანონიერი ქურდების პერიოდის" დაბრუნება სურს.
ამის შესახებ დარჩიაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, მთავარი პროკურორის არჩევის საკითხის განხილვისას განაცხადა.
"ირაკლი შოთაძე რომ სხვა გარემოებებში მოხვედრილიყო და არ ყოფილიყო ის პოლიტიკური ატმოსფერო, რაც საქართველოში დღესაა, შეიძლება სულ სხვა ადამიანად და პროფესიონალად ჩამოყალიბებულიყო. მაგრამ, დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენთვის სამართლიანობის აღდგენა არის ის, რომ კომუნისტურ და მერე პოსტკომუნისტურ პერიოდში მიმდინარე პროცესები, წითელი დირექტორებისა და "კანონიერი ქურდების" მიერ ქვეყნის ჩაგდებისა და მისი ქონების გადანაწილების მავნე პრაქტიკა დააბრუნოთ.
ეს არაა სამართლიანობა, ესაა შურისძიება რისი განმხორციელებელიც ირაკლი შოთაძე ხდება და რის გამოც მას მხარს არ დავუჭერთ", – აღნიშნა დარჩიაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.