კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის გია ვოლსკის განცხადებით, მათ უცხოელ კოლეგებს მიეწოდათ ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს საქართველოში სტალინის ძეგლებისა და ბიუსტების წარმოება და დისტრიბუცია აღდგა.
"ჩვენც გვაქვს ურთიერთობა ჩვენს უცხოელ კოლეგებთან, იქედან არის ინფორმაცია და ისმება ისეთი კითხვები, რომ გარკვირვების გარდა არაფერი დაგვრჩენია, როცა სერიოზული დეპუტატი გეუბნება, რომ მიღებული ინფორმაციის თანახმად, და საიდან არის ეს ინფორმაცია თქვენ კარგად გესმით, თურმე საქართველოში სტალინის საშუალო, მაღალი და დაბალი ძეგლების და ბიუსტების წარმოება და მათი სხვადასხვა რეგიონებში დისტრიბუცია აღდგა. არ ვხუმრობ – აი, ზუსტად ასეთი ინფორმაციაა წასული", - განაცხადა გია ვოლსკიმ პარლამენტის სხდომაზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.