"ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ ამერიკის ლიდერობით ჩამოყალიბებულ კოალიციასთან, მაგრამ ინციდენტები, რომელიც ჩვენი სამხედრო-საჰაერო ძალების და პერსონალის განადგურებას ისახავს მიზნად... აბსოლუტურად მიუღებელია," განაცხადა პუტინმა კრემლში ოლანდთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე.
პუტინის თქმით, თუ რომელიმე ქვეყანა ისევ ჩამოაგდებს რუსულ სამხედრო თვითმფრინავს, რუსეთი არც ერთ კოალიციასთან თუ ქვეყანასთან არ ითანამშრომლებს.
ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თურქეთის მიერ რუსული თვითმფრინავის ჩამოგდება იყო ღალატი იმ ქვეყნის მხრიდან, რომელსაც მოსკოვი მეგობრად მიიჩნევდა.
24 ნოემბერს, თურქეთმა საჰაერო სივრცის დარღვევისთვის, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავი სუ-24 რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ ჩამოაგდო. ოფიციალური მოსკოვი თურქეთის საზღვრის დარღვევას უარყოფს. პუტინის თქმით, ეს შემთხვევა იყო "ტერორისტების თანამზრახველების მიერ ზურგში განხორციელებული დარტყმა".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.