საქართველოს ეროვნულ გვარდიას კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების აღჭურვილობა გადაეცა
23-03-2023, 12:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში, დანიის მთავრობამ საქართველოს
ეროვნულ გვარდიას კრიზისულ სიტუაციებზე რეაგირების აღჭურვილობა გადასცა. ეროვნული
გვარდიის რეზერვისტები ახალ აღჭურვილობას საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების დროს
მხარდამჭერი დავალებების შესრულებისას გამოიყენებენ.

 


ღონისძიებას თბილისში დანიის სამეფოს საელჩოს წარმომადგენელი, მისიის უფროსის
მოადგილე ანდერს ტრელბორგი და ნატოს ჯგუფის ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი ნორბერტ ჰესი
დაესწრნენ. აღჭურვილობის გადაცემის შესაბამის დოკუმენტს ეროვნული გვარდიის უფროსმა,
ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ და კრიზისების მართვის ინიციატივის დანიელმა
ლიდერმა, პოლკოვნიკმა სუზან კრისტენსენმა მოაწერეს ხელი.

 


ეროვნული გვარდია ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის კრიზისების მართვის ინიციატივაში
2019 წლიდან არის ჩართული და თანამშრომლობის ფარგლებში კრიზისების მართვის
ინიციატივის აქტიური მონაწილეა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი