თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თვითდაზიანების რეჟიმშია.
როგორც მან მედიასთან განაცხადა, სააკაშვილისა და მისი ოჯახის მხრიდან მიმდინარეობს მიზანმიმართული კამპანია, რომ ქვეყანას და საქართველოს ხელისუფლებას ჩირქი მოსცხონ.
„ეს ადამიანი თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნას განაგრძობს. ყველაფერს აკეთებს, რომ დაანახოს საზოგადოებას, საერთაშორისო მეგობრებს, თითქოს მისი მდგომარეობა ცუდია. რეალურად, ის არ იკვებება, ოჯახის წევრებსაც არ მიაქვთ შესაბამისი კალორაჟით საკვები. ეს არის მიზანმიმართული კამპანია. ის ყველაფერს აკეთებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ქვეყანას ჩირქი მოსცხოს,“ - განაცხადა კახა კალაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.