ჯანდაცვის სამინისტრო: მიუღებელია წამლების ფასის ხელოვნური ზრდა და თითოეულ დარღვევაზე უწყებას ექნება მკაცრი რეაგირება
24-03-2023, 10:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ, ერთი და იგივე დასახელების მედიკამენტებზე, რომლებიც სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება, ფარმაცევტული კომპანიების ნაწილმა, ფასები ხელოვნურად და მნიშვნელოვნად გაზარდა და პროგრამისთვის, იდენტური ფასები დააწესეს. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

 


როგორც სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ფაქტით, ცხადად დასტურდება ბაზრის მოთამაშეებს შორის, ონკოლოგიური პაციენტების და სახელმწიფოს წინააღმდეგ შეთანხმებულად მოქმედების ფაქტი და უწყებას თითოეულ დარღვევაზე მკაცრი რეაგირება ექნება.

 

 

„წინასწარი შეფასებით, შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს ფარმაცევტულ კომპანიებს შორის არაკეთილსინდისიერ შეთანხმებას და დომინირებული მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენების ფაქტს, რაც მნიშვნელოვნად აზარალებს მოქალაქეებსა და სახელმწიფოს.

 


ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიუღებელია წამლების ფასის ხელოვნური ზრდა და თითოეულ დარღვევაზე უწყებას ექნება მკაცრი რეაგირება, აღნიშნულისთვის კი მუშაობა მიმდინარეობს შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც მსგავს შემთხვევებს მინიმუმამდე დაიყვანს. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი,უახლოეს დღეებში მთავრობასა და საკანონმდებლო ორგანოს წარედგინება“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი