ლევან ხაბეიშვილი: რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ეშინია ხალხის, აქციების, პროტესტის. „რუსული ოცნების“ მოკლევადიანი ინტერესია, 9 აპრილს დაგეგმილი აქცია როგორმე დააზიანოს
24-03-2023, 10:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„რუსულ ოცნებას“, რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ეშინია ხალხის, აქციების, პროტესტის. რუსული პროპაგანდა, რუსული ოცნების მოკლევადიანი ინტერესია, უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქცია 9 აპრილს 17:00 საათზე, როგორმე დააზიანოს, გააშავოს, - ამისმ შესახებ Facebook-ში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი წერს.

 

მისი აზრით, ახლა, ყველა უნდა ეცადოს ივანიშვილსა და „მის რუსულ ხელისუფლებაზე“ წნეხის გაზრდას.

 

„რუსულ ოცნებას, რუს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს ეშინია ხალხის, აქციების, პროტესტის. ივანიშვილი და რუსული ოცნება ცდილობს საზოგადოება დაყოს, დააპირისპიროს . ახლა ყველა, რუსული, მოღალატეობრივი პარტიის წინააღმდეგ უნდა ხარჯავდეს დროსა და ენერგიას.

 

ყველა, ვინც ცდილობს თემის გადაფარვას - გადატანას, „ოცნების“ ნაცვლად პრობლემების ძებნას სხვაგან, არის ივანიშვილის ინტერესების გამტარებელი.

 

ჩვენს ხალხს, აინტერესებს ჩვენი სახელმწიფოს ბედი, ხალხს აინტერესებს საკუთარი შვილების მომავალი, ახალგაზრდებს აინტერესებთ ნორმალურ, ევროპულ სახელმწიფოში ცხოვრება და ჩვენ, საჯარო პოლიტიკაში მყოფები, ვალდებულნი ვართ ვემსახუროთ ხალხს, მათ ინტერესებს.

 

რუსული პროპაგანდა, რუსული ოცნების მოკლევადიანი ინტერესია, უახლოეს პერიოდში დაგეგმილი აქცია 9 აპრილს 17:00 საათზე, როგორმე დააზიანოს, გააშავოს ... ცდილობს, როგორმე დაქსაქსოს, გაათითოკაცოს და დააპირისპიროს საზოგადოება. ჩვენ, უნდა გავაკეთოთ საპირისპირო. პირადი წყენები, დამოკიდებულებები, ამბიციები უნდა გადავდოთ და მოვემსახუროთ მთავარ მიზანს - ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, ევროპულ მომავალსა და ჩვენი ხალხის კეთილდღეობას.

 

ახლა, ყველამ უნდა ვეცადოთ გავზარდოთ წნეხი ივანიშვილსა და მის რუსულ ხელისუფლებაზე. ვისაც, როგორ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ყველა ასეთ პროცესს.

 

არც ერთ წამს არ დავკარგავ უაზრო პოლემიკაში, კამათში, ივანიშვილის ბინძურ თამაშებში.

 


ვხვდები ხალხს, ვესაუბრები, ვისმენ, ვუზიარებ და ვრწმუნდები, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ ჩვენი სახელმწიფოსთვის, ჩვენი მომავლისთვის“, - წერს ლევან ხაბეიშვილი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი