პარლამენტმა მთავარი პროკურორის პოსტზე ირაკლი შოთაძე ექვსი წლის ვადით დაამტკიცა. ფარული კენჭისყრისას შოთაძის კანდიდატურას 82 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ხმა მის წინააღმდეგ 15-მა მისცა.
საპარლამენტო უმრავლესობამ შოთაძეს სრული ნდობა და მხარდაჭერა გამოუცხადა. "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ძირითადად ყურადღება წინა ხელისუფლების პერიოდთან დაკავშირებულ დანაშაულებზე გაამახვილეს და სამართლიანობის აღდგენის პროცესის დაჩქარებაზე ისაუბრეს.
საპარლამენტო უმცირესობა კი დარწმუნებულია, რომ შოთაძის მთავარ პროკურორად დამტკიცებით პროკურატურის სისტემაში რეალურად არაფერი იცვლება და ის წინა მთავარი პროკურორების ანალოგიურად, პოლიტიკური დავალებების შემსრულებელი იქნება.
ირაკლი შოთაძეს დღეს პლენარული სხდომის ფორმატში არ უსაუბრია. მას არც კითხვებისთვის გაუცია პასუხი. მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის მიერ მთავარი პროკურორის კანდიდატის წარდგენის შემდეგ, პოზიციები მხოლოდ დეპუტატებმა დააფიქსირეს, რის შემდეგ კენჭისყრა ჩატარდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.