ირაკლი ღარიბაშვილი: თუ ევროპას და ევროპელ კოლეგებს რეალურად სურთ პოლარიზაციის დასრულება, მათ უნდა მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი საქართველოს
24-03-2023, 13:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ჩვენმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მაქსიმალურად მოკლე ვადებში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის არ იქნა მოცემული სტატუსი, დავიწყეთ, პარლამენტში შეიქმნა შესაბამისი სამუშაო ჯგუფები და უმოკლეს ვადებში შესრულდა ყველა ის ვალდებულება, რომლის შესრულებაც შესაძლებელი იყო იმ მოკლე ვადებში. შემდეგ, რა თქმა უნდა, რამდენიმე კანონპროექტი გაიგზავნა ვენეციის კომისიაში, ახლა მივიღეთ, პარლამენტი ამის შესაბამის ცვლილებებს განხორციელებს და ჩვენი მხრიდან ყველა სამუშაო იქნება დასრულებული, მეგობრებო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, პირველი განსზღვრული პრიორიტეტი და პირობა არის პოლარიზაციის დასრულება და მიუხედავად ამისა, ოპოზიციის მხრიდან იყო მხოლოდ ბოიკოტი და საბოტაჟი.

 

„აქვე მინდა ყველას შევახსენო, რომ პირველი განსზღვრული პრიორიტეტი და პირობა არის პოლარიზაციის დასრულება, პოლარიზაცია, რომელიც ნებისმიერ დემოკრატიას ახასიათებს, ეს არის ამერიკა, ევროპის ნებისმიერი ქვეყანა, ყველგან არის პოლარიზაცია. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყანა არ და ვერ იქნება გამონაკლისი. კითხვა დავუსვათ საზოგადოებას, ჩვენს ოპოზიციას თუ რას აკეთებს ოპოზიცია პოლარიზაციის შესამცირებლად? ძალიან მოკლედ რომ შევახსენოთ ყველას, ჩვენ მათი მხრიდან ვნახეთ მხოლოდ ბოიკოტი, საბოტაჟი, პირდაპირი ხელის შეშლა, რომ ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ქვეყნის დესტაბილიზაცია, რომელიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი ხალხის ინტერესებს. ჩვენ რა თქმა უნდა თავიდანვე არ ვეთანხმებოდით ჩვენი ევროპელი პარტნიორების გადაწყვეტილებას. მე მათ პირადად ვუთხარი ძალიან ბევრჯერ, რომ ეს იყო შეცდომა, რომ საქართველოს არ მისცეს კანდიდატის სტატუსი ისევე ავანსად, როგორც ეს მისცეს უკრაინას და მოლდოვას. ვინაიდან ჩვენი პროგნოზით და ეს პროგნოზიც სახეზეა და გაცხადდა, ახდა, რომ პოლარიზაცია არა თუ დასრულდებოდა, არამედ მოიმატებდა ქვეყანაში.

ჩვენ რომ შევხედოთ ერთი წლის განმავლობაში შემცირდა თუ არა პოლარიზაცია, ალბათ ვერავინ დაგვეთანხმება, რომ ეს ასე მოხდა. პირიქით, ჩვენ ვნახეთ ამის შემდეგ დესტაბილიზაციის მცდელობები, შარშან ივნისის აქციები, ახლა უკვე მარტის აქციები, პოლარიზაციამ მოიმატა, პარლამენტარები არ მონაწილეობენ სამუშაო პროცესში, არ მიიღეს მათ მონაწილეობა ამ 12 რეკომენდაციისთვის შექმნილ სამუშაო ჯგუფებში, შესაბამისად ჩვენი პასუხი მინდა საჯაროდ ვთქვა, რაც მე გავუზიარე ღიად ჩვენს ევროპელ პარტნიორებს არის შემდეგი - თუ ევროპას და ჩვენს ევროპარლამენტარებს და ევროპელ კოლეგებს რეალურად სურთ პოლარიზაციის დასრულება, მათ უნდა მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი საქართველოს. ეს მოხსნის ყოველგვარ კითხვებს, ყოველგვარ სპეკულაციებს, დაასრულებს მათ ამ დესტრუქციულ და რადიკალურ მოქმედებებს და რეალური მიზეზი აღარ დარჩება ჩვენს ექსტრემისტულ ოპოზიციას, რომ რაიმე ბრალი წაუყენონ ჩვენს ხელისუფლებას. ეს არის რეალობა, თუ გვინდა, რომ ამ რეალობაზე ვესაუბროთ ჩვენს ხალხს,“- განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი