სერგო რატიანი: შეუძლია შოთაძეს ივანიშვილის სახელთან დაკავშირებული დანაშაულები გამოიძიოს?
27-11-2015, 06:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატის, სერგო რატიანის აზრით, ირაკლი შოთაძე და მისი უწყება ვერ შეძლებს გახმაურებული საქმეების გამოძიებას.

 


როგორც რატიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ყველა ამ ტიპის საქმეში ის პირები ფიგურირებენ, რომელთანაც მას ინტერესთა კონფლიქტი აქვს.

 


"დღეს ყველაფერზე ილაპრაკეს უმრავლესობის წევრებმა გარდა იმ გამოწვევებისა, რაც საქართველოს პროკურატურის წინაშე დგას. ესაა - კორუფცია. როცა თქვენ 9 წელზე საუბრობთ, გაიხსენეთ, რომ იმ წლებში 10-ჯერ გაიზარდა საქართველოს ეკონომიკა, ბიუჯეტი. მოვიდა ივანიშვილი, 7 მილიარდი დაიკარგა. ამის მიზეზია ისიც, რომ დაწყებულია სისტემური კორუფცია. შეუძლია დღეს პროკურატურას და შოთაძეს ეს გამოწვევა მიიღოს? გამოიძიოს ის დანაშაულები, რომელიც ივანიშვილთანაა დაკავშირებული? შეუძლია გამოიძიოს კრიმინალური საქმეები? გახმაურებული საქმეები? თავი აარიდოს პოლიტიკურ დევნას? თქვენ ამ საქმეებს ვერ გამოიძიებთ, რადგან ინტერესთა კონფლიქტები გაქვთ უშუალო დამნაშავეებთან," – მიმართა შოთაძეს რატიანმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი