ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპული პერსპექტივის მინიჭებით ყოველგვარი სპეკულაცია და ვარაუდი იმის თაობაზე, თუ სად დგას საქართველო, მოიხსნა
24-03-2023, 13:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ვინ გვესაუბრება ევროინტეგრაციაზე და ვინ პირდება ჩვენს მოსახლეობას ევროპულ მომავალს. კიდევ ვუბრუნდები იმ საკითხს, რომ ამ ადამიანებს აბსოლუტურად არაფერი არ გაუკეთებიათ ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

 


ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული პერსპექტივა არის ისტორიული გადაწყვეტილება.

 


„ჩვენ მოვუტანეთ, უკვე ჩამოვთვალე მთელი ეს რეალური მიღწევები. ევროპული პერსპექტივა არის, მე ვიტყოდი, ისტორიული გადაწყვეტილება. მანამდე, თქვენ გახსოვთ, რომ ძალიან ბევრი სკეპტიციზმი არსებობდა ევროპის დედაქალაქებში, ზოგი გეოგრაფიას მოიხსენიებდა, ზოგი ძალიან ბევრ კრიტიკას გამოთქვამდა, მათ შორის, ახსენებდნენ რუსულ ოკუპაციას და ა.შ. ევროპული პერსპექტივის მინიჭებით ყოველგვარი სპეკულაცია და ვარაუდი იმის თაობაზე, თუ სად დგას საქართველო, მოიხსნა. ევროპამ ხმამაღლა თქვა, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში და რომ ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი. ამ გზაზე, რა თქმა უნდა, შემდეგი ეტაპი არის კანდიდატის სტატუსი, რომელიც არის უბრალოდ სიმბოლური გადაწყვეტილება, მაგრამ, რა თქმა უნდა, არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. ამიტომ, ამ მიმართულებით ჩვენ, ხელისუფლებამ, ყველაფერი გავაკეთეთ და ყველაფერს ვაკეთებთ. დარჩენილი არის ერთადერთი შესასრულებელი ვალდებულება, რომელიც უკავშირდება პოლარიზაციის დასრულებას. ეს ვალდებულება არის ერთობლივად შესასრულებელი, მთავრობის, ხელისუფლების, პარლამენტის და ოპოზიციის“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი