ირაკლი ღარიბაშვილი: ევროპარლამენტმა თავისი რეზოლუციით თითქმის ტოლობის ნიშანი დაუწერა სააკაშვილსა და ჩვენს ქვეყანას - მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი არის დადასტურებული კრიმინალი, გვითხრეს, რომ ეს არ აინტერესებთ
24-03-2023, 13:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ევროპარლამენტმა მიიღო მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია, რამდენიმე კვირის წინ და მათ თითქმის ტოლობის ნიშანი დაუწერეს სააკაშვილსა და ჩვენს ქვეყანას, საქართველოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში განაცხადა, სადაც ინტერპელაციის წესით დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს.

 


მთავრობის მეთაურის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი არის დეკლარირებული, დადასტურებული კრიმინალი, ევროპარლამენტარებმა თქვეს, რომ ეს ყველაფერი არ აინტერესებთ.

 

 

„მე მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო ჩემი გამონათქვამები, რომელიც უკავშირდებოდა ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრების განცხადებებს. ევროპარლამენტმა მიიღო მორიგი სამარცხვინო რეზოლუცია, რამდენიმე კვირის წინ და მათ თითქმის ტოლობის ნიშანი დაუწერეს სააკაშვილსა და ჩვენს ქვეყანას, საქართველოს. ანუ მათ პირდაპირ უთხრეს, რომ თქვენი ხალხი არ გვაინტერესებს, არ გვაინტერესებს, რომ ეს ადამიანი, მისი რეჟიმი კლავდა, აუპატიურებდა, აწამებდა, ჩაგრავდა, არ არსებობდა მედიათავისუფლება, სასამართლო დამოუკიდებლობა და არავითარი დემოკრატიის ნიშანწყალი არ არსებობდა ქვეყანაში. იგი არის დეკლარირებული, დადასტურებული კრიმინალი, სააკაშვილი, რომელიც დღეს კერძო კლინიკაში იხდის სასჯელს. ამის მიუხედავად გვითხრეს, რომ ეს ყველაფერი არ აინტერესებთ, ვიცით, რომ სააკაშვილი არის კრიმინალი, მაგრამ იგი ჩვენი კრიმინალია“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი