ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლის დროს ევროპარლამენტარების მიერ ნიკა გვარამიას შესახებ გაკეთებულ შეფასებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კეზერაშვილის მსგავსად, გვარამიაც დამნაშავეა, კერძო კომპანიას 5 მილიონზე მეტის ზარალი მიაყენა, თუმცა ევროპარალმენტარები ამბობენ, რომ გვარამიაც მათი კრიმინალია და არ აინტერესებთ მის მიერ ჩადენილი დანაშაული.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კეზერაშვილის და გვარამიას შესახებ ევროპარლამენტარების შეფასება საქართველოსთვის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის კატეგორულად მიუღებელია, ეს არის ჩვენი ხალხის და ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის ისტორიის, მრავალსაუკუნოვანი კულტურის, ცივილიზაციის შეურაცხყოფა.
„ასევე გვესაუბრნენ და მოგვიწოდეს „მედია მენეჯერის“, გვარამიას გათავისუფლების თაობაზე. ვინ არის გვარამია, შევახსენოთ საზოგადოებას, ჩვენს დეპუტატებს. გვარამია იყო ადამიანი, რომელიც ერთ-ერთ მთავარი ბოროტმოქმედი, შემოქმედი იყო აი ამ დანაშაულებრივი სისტემის, იგი იყო პროკურორის მოადგილე, პირდაპირ იყო ჩართული მაგალითად „იმედის“ წართმევის საქმეში, მისი უშუალო მონაწილეობით მოხდა აღნიშნული დანაშაულებრივი საქმის განხორციელება. ბატონ გვარამიაზეც გვეუბნებიან, რომ მიუხედავად იმისა, რომ მან გაძარცვა ახლა თავისი კომპანია, კერძო კომპანია, მოიპარა 5 მილიონზე მეტი, ზარალი მიაყენა, არ გვაინტერესებს, ისიც არის ჩვენი კრიმინალი. ჩვენთვის ეს არის კატეგორულად მიუღებელი. ჩვენთვის, როგორც სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის. ეს არის ჩვენი ხალხის და ქვეყნის, ჩვენი ქვეყნის ისტორიის, მრავალსაუკუნოვანი კულტურის, ცივილიზაციის შეურაცხყოფა. აქედან გამომდინარე, მეგობრებო, ბევრს გაუკვირდა, როცა ეს ფაქტები მოვიყვანე ჩემს ერთ-ერთი გამოსვლაში და პირდაპირ დავუკავშირე მათი ჩართულობა და განზრახვა ქვეყნის შიგნით მოქმედი „მეხუთე კოლონის“ დესტრუქციულ ქმედებებს და ვთქვი, რომ სამწუხაროდ, თანხვედრაში მოდიან ევროპარლამენტის ზოგიერთი წევრები ჩვენი დესტრუქციული ძალის მიზნებთან და ამოცანებთან“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.