ირაკლი ღარიბაშვილი: ვნახეთ მცდელობები, რომ მომხდარიყო შეჭრა პარლამენტის შენობაში; მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადო მთელს პოლიციას, ყველას; ხელისუფლებამ გამოიჩინა ძალიან დიდი სიმტკიცე, სიძლიერეც და გონიერებაც
24-03-2023, 13:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ბოლოს მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რაც მოხდა 7-8 მარტს, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

 


პრემიერის თქმით, ეს არის თავდასხმა ქართულ დემოკრატიაზე, ქართულ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე.

 


„ჩვენ ვნახეთ მცდელობები, რომ მომხდარიყო შეჭრა პარლამენტის შენობაში. მინდა, კიდევ ერთხელ, ამ ტრიბუნიდან მადლობა გადავუხადო ჩვენს საპოლიციო ძალებს, მთელს პოლიციას, ყველას. ხელისუფლებამ გამოაჩინა ძალიან დიდი სიმტკიცე, სიძლიერეც და გონიერებაც.

 


კანონს რაც შეეხება, ყველამ კარგად ვნახეთ, რომ კანონის გაწვევიდან რამდენიმე დღეში დაიწყეს აქტიური საუბარი ევროპარლამენტში, რომ მოხდეს ინიცირება ანალოგიური კანონის, კანონპროექტის, რომელიც დაარეგულირებს, მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების და ლობისტების საქმიანობას ევროკავშირისთვის და რომელიც იქნება მანდატურული, სავალდებულო მთელი ევროპისთვის. ჩვენ ვნახეთ, რომ ამ კანონის გაწვევიდან ძალიან მალე, რამდენიმე დღეში, კანადამ დაიწყო იგივე პროცესი და ა.შ.

 

 

ბოლოს მინდა ვთქვა, ჩვენ, იმის მიუხედავად, რომ პარლამენტს ჰქონდა გაცხადებული, რომ პირველი მოსმენის შემდეგ ამ კანონპროექტს აგზავნიდა და გააგზავნეს ვენეციის კომისიაში, თუ რამე შესწორება იქნებოდა შეტანილი, რა თქმა უნდა, ამ შესწორებებს გავითვალისწინებდით, ამის მიუხედავად, ჩვენ ვნახეთ პირდაპირი მცდელობა დესტაბილიზაციის, რაც, რა თქმა უნდა, ისევ უკავშირდება ჩვენი დესტრუქციული, ექსტრემისტული ძალების ამოცანებს და მათ მიზნებს“, - განაცხადა პრემიერმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი