ირაკლი ღარიბაშვილმა თეონა აქუბარდიას მიმართა: არც თქვენ და არც თქვენს მფარველ პოლიტიკურ ძალას, ნაცმოძრაობას არაფერი გაგიკეთებიათ ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის გზაზე
24-03-2023, 14:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

არც თქვენ და არც თქვენს მფარველ პოლიტიკურ ძალას, ნაცმოძრაობას არაფერი გაგიკეთებიათ ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის გზაზე, ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა ჩვენი პოლიტიკური ძალის მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგია და ახლა ველოდებით კანდიდატის სტატუსს-ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ოპოზიციის დეპუტატს თეონა აქუბარდიას.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიციას საქართველოში წარსულის დაბრუნება სურს, რაც არ მოხდება.

 

„ერთს გეტყვით ქალბატონო თეონა. წარსულში ხართ თქვენ ჩარჩენილები. თქვენ გინდათ წარსულის დაბრუნება საქართველოში, რომელიც არ მოხდება. თქვენც ხართ ასევე მართული, დაკავშირებული დესტრუქციულ, რადიკალურ ძალასთან, რომელიც არის სააკაშვილის და ნაცმოძრაობის პარტია. ეს არის რეალობა, თქვენ თუ გაინტერესებთ. თქვენ ასევე თუ გაინტერესებთ ჩვენი ხედვები, მომავლის ხედვები, შეგიძლიათ მიყუროთ და მისმინოთ, უსმინოთ მინისტრებს, ჩვენს დეპუტატებს მომავლის ხედვებზე, გეგმებზე, ამბიციურ, მათ შორის ძალიან ბევრ პროექტზე, რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ და რომელსაც განვახორციელებთ თქვენს გარეშე. თქვენ მინდა გიპასუხოთ, ქალბატონო აქუბარდია, რომ თქვენ საერთოდ არაფერი გაგიკეთებიათ ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის გზაზე. არც თქვენ და არც თქვენს მმართველ, მფარველ პოლიტიკურ ძალას, ნაცმოძრაობას. ჩვენმა პოლიტიკურმა ძალამ გააკეთა ძალიან ბევრი ევროპულ გზაზე, როგორიც გახლავთ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, ევროპული პერსპექტივა არის ჩვენი მოტანილი, სწორედ ჩვენს მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგი და ახლა ჩვენ ველოდებით კანდიდატის სტატუსს“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი