თეონა აქუბარდიამ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა: პირდაპირ გვითხარით, რომ არ გვექნება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა გაწერილი მანამდე, სანამ ომი არ დასრულდება უკრაინაში
24-03-2023, 16:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თქვენ დღეს დაგვიანონსეთ, რომ არაფორმალურად იგეგმება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა, პირდაპირ გვითხარით, რომ არ გვექნება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა გაწერილი მანამდე, სანამ ომი არ დასრულდება უკრაინაში, რაც მაძლევს იმის ფიქრის საფუძველს, რომ არ ხართ დარწმუნებული, ვინ მოიგებს ამ ომს, მაშინ, როდესაც სრულიად დასავლეთი შეთანხმებულია და გაერთიანებული, რომ უკრაინა იცავს თავის სუვერენიტეტს და თქვენ ხედავთ, მათ შორის, რესურსებს და ძალისხმევას, რომელიც ამ მხრივ არის გადადგმული, – მიმართა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „რეფორმების ჯგუფი“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

 


თეონა აქუბარდიას თქმით, მოქალაქეებს, რომლებიც ამ გამოსვლებს და შეფასებებს ისმენენ, ექნებათ შესაძლებლობა, კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაინახონ, სად დგას „ქართული ოცნება“ და სად ქართველი ხალხი.

 


„ომი აუცილებლად დასრულდება, როდის არ ვიცით, თუმცა დასრულდება აუცილებლად უკრაინის გამარჯვებით, რაც არის მისი სუვერენიტეტის დაცვაში. ჩვენც, როდესაც გვაქვს სუვერენიტეტი მორღვეული რუსეთის მხრიდან, რომელიც არ აჩერებს საქართველოს წინააღმდეგ ომს სხვადასხვა განზომილებაში, საინფორმაციო განზომილებაში, დეზინფორმაცია-პროპაგანდაში, რომელსაც თქვენ თქვენს განცხადებებში სამწუხაროდ, აქტიურად იმეორებთ.

 


დღეს მინდოდა, თქვენგან მომესმინა, როგორ ახდენთ სუვერენიტეტის დაცვას იმ ქვეყნის, რომელსაც აქვს რუსული ოკუპაცია, განგრძობითი ანექსია და რას ეუბნებოდით ჩვენს მოქალაქეებს ამ ვითარებაში. თქვენგან მოვისმინე მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ არ აპირებთ დოკუმენტების გამოცემას და ხალხისთვის გაცნობას, როგორ იცავთ თქვენ ქვეყნის და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოებას. როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები, მეგობრები, რომლებიც არა რომელიმე პარტიის, არამედ ქართველი ხალხის მეგობრები არიან, ღიად მხარს უჭერენ ქართველი ხალხის მისწრაფებას ევროკავშირისა და ნატო-ს წევრობაზე, თქვენ ვერ შეძლებთ და არ მოგცემთ იმის უფლებას ხალხი, რომ გადაუხვიოთ ქვეყნის მიერ არჩეულ გზას. ვერ განახორციელებთ იმას, რომ რუსული გავლენებით დააშინოთ საკუთარი მოსახლეობა ომით“, -განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

 

 

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი