ირაკლი ღარიბაშვილი: გუბაზ სანიკიძე, რომელიც გამოირჩევა უსამართლო, ღვარძლიანი და ბოროტი გამონათქვამებით, ერთ დროს ჩვენი გუნდის წევრი იყო, ოცნებობდა მილიონ დოლარზე და 100 000 დოლარად მიეყიდა სააკაშვილს
24-03-2023, 18:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გუბაზ სანიკიძე, რომელიც გამოირჩევა უსამართლო, ღვარძლიანი და ბოროტი გამონათქვამებით, ერთ დროს ჩვენი გუნდის წევრი იყო, ოცნებობდა მილიონ დოლარზე და 100 000 დოლარად მიეყიდა სააკაშვილს-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გუბაზ სანიკიძისნაირი მოღალატეები და არაკაცები ვეღარასოდეს ვერ იქნებიან საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

 

„ჩვენ, მეგობრებო ვდგავართ ძალიან სერიოზული, ისტორიული ტრანსფორმაციის მიჯნაზე, შეიძლება ასე ითქვას. ბატონ გუბაზს მადლობა რჩევებისთვის, მაგრამ მე მინდა შემდეგი რაღაც ვუთხრა ამ კაცს, რომელიც გამოირჩევა ძალიან ბევრი უსამართლო და ღვარძლიანი, ბოროტი გამონათქვამებით. ეს კაცი ერთ დროს ჩვენი გუნდის წევრი იყო. ეს კაცი ოცნებობდა მილიონ დოლარზე, გახსოვთ ამის თაობაზე. ეხლა მე მინდა გითხრათ, ეს კაცი როგორ გაიყიდა, როგორ მიეყიდა სააკაშვილს. თქვენ ყველამ რომ იცოდეთ, ეს კაცი 100 000 დოლარად არის გაყიდული. გუბაზ სანიკიძისნაირი მოღალატეები, არაკაცები ვეღარასოდეს ვერ იქნებიან ამ ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლები. გუბაზისნაირ არაკაცებს მინდა ვუთხრა, რომ თქვენნაირი მოღალატე ხალხი ვერ დაბრუნდება ხელისუფლებაში. შენ ხარ სულ გაყიდული , მოღალატე კაცი და შენნაირი მოღალატეების ხელისუფლება ჩვენმა ხალხმა დიდი ხანია გაისტუმრა“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი