ნიკა გვარამია: შევახსენებ ღრმად კორუმპირებულ ირაკლი ღარიბაშვილს, რომ „ქართული ოცნებისთვისაც“ კი უპრეცედენტო მიზეზითაა ივანიშვილის მიერ გათავისუფლებული
25-03-2023, 11:13

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ირაკლი ღარიბაშვილს შევახსენებ, რომ ტელეკომპანია „იმედის“ ან ნებისმიერ სხვა საქმეში ჩემი დადანაშაულება „ოცნების“ პროკურატურას და სასამართლოსაც არ მოსვლია აზრად, - ამის შესახებ განცხადებას „მთავარი არხის“ დამფუძნებელი, პატიმრობაში მყოფი ნიკა გვარამია „ფეისბუქში“ ავრცელებს.

 

 

„საცოდაობას, სახელად ირაკლი ღარიბაშვილს, შევახსენებ, რომ ტელეკომპანია „იმედის“ ან ნებისმიერ სხვა საქმეში ჩემი დადანაშაულება „ოცნების“ პროკურატურას და სასამართლოსაც არ მოსვლია აზრად და არათუ განაჩენი ან ბრალი არ წაუყენებიათ ჩემთვის, დაკითხვითაც არ დავუკითხივარ, არც ამ და არც ხელისუფლებაში ყოფნისას ნებისმიერ ჩემს ქმედებაზე. შესაბამისად, ნებისმიერი ამგვარი პროპაგანდისტული ტყუილი არის პოლიტიკური დევნის მორიგი ეპიზოდი და აუცილებლად წარვადგენ სტრასბურგში.

 


„რუსთავი 2“-ის საქმეს რაც შეეხება, და ზოგადად კორუფციას, ასევე შევახსენებ ღრმად კორუმპირებულ პრემიერს, რომ „ქართული ოცნებისთვისაც“ კი უპრეცედენტო მიზეზითაა ივანიშვილის მიერ გათავისუფლებული ნეპოტიზმითა და კრონიზმით გამოვლენილი პოლიტიკური კორუფციის გამო“, - წერს ნიკა გვარამია.

 

 

ირაკლი ღარიბაშვილმა 24 მარტს, პარლამენტში გამოსვლის დროს ევროპარლამენტარების მიერ ნიკა გვარამიას შესახებ გაკეთებულ შეფასებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ კეზერაშვილის მსგავსად, გვარამიაც დამნაშავეა, კერძო კომპანიას 5 მილიონზე მეტის ზარალი მიაყენა, თუმცა ევროპარალმენტარები ამბობენ, რომ გვარამიაც მათი კრიმინალია და არ აინტერესებთ მის მიერ ჩადენილი დანაშაული.

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი