ისრაელში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრი პოსტიდან გაათავისუფლა
27-03-2023, 09:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


GUARDIAN.GE - ისრაელში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩებში მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი, რომელიც მართლმსაჯულების სისტემის გადახედვის სადავო გეგმების წინააღმდეგ გამოვიდა, თანამდებობიდან გაათავისუფლა.

 

 

იერუსალიმში პოლიციამ და ჯარისკაცებმა, ნეთანიაჰუს სახლის მახლობლად, დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.

 


ორშაბათს დილით ისრაელის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგმა მთავრობას რეფორმების შეჩერებისაკენ მოუწოდა. „ისრაელის ხალხის ერთიანობისთვის, პასუხისმგებლობისთვის, მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ შეაჩეროთ საკანონმდებლო პროცესი“, - თქვა მან Twitter-ზე და დაამატა, რომ „ისრაელის ყველა მცხოვრების თვალები თქვენკენაა მოპყრობილი“.

 


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასევე განაცხადა, რომ ღრმად შეშფოთებულია განვითარებული მოვლენებით და მთავრობას დათმობისაკენ მოუწოდა.

 


ისრაელის მთავრობის მიერ სასამართლო რეფორმის თაობაზე ახალი კანონის მიღების პროცესის წინააღმდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები იმართება. რეფორმის განხორციელების შემთხვევაში, მთავრობას სრული კონტროლი ექნება კომიტეტზე, რომელიც მოსამართლეებს ნიშნავს.

 


რეფორმის შედეგად, სასამართლოებს გაუჭირდებათ თანამდებობისთვის შეუფერებლად მიჩნეული ხელმძღვანელი პირის გადაყენება, რამაც მოქალაქეების იმ ნაწილში, ვინც მართლმსაჯულების რეფორმას მოქმედი პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ინტერესებს უკავშირებს, სიბრაზე გამოიწვია, რადგან ნეთანიაჰუს, რომლის წინააღმდეგ, წლების წინათ, კორუფციის ბრალდებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, მორიგი სასამართლო პროცესები ისევ წინ აქვს.

 


ნეთანიაჰუმ წინა კვირას პირობა დადო, რომ სასამართლო რეფორმას განახორციელებს. მან განაცხადა, რომ რეფორმები ტარდება იმისათვის, რომ შეაჩეროს სასამართლოების უფლებამოსილების გადამეტება და რომ ამას ხმა მისცა საზოგადოებამ ბოლო არჩევნებზე.

  

მომზადებულია GUARDIAN.GE-ის მიერ 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი