ფოტო: ვიდეოკადრი
რესპუბლიკურ საავადმყოფოში მედიკოსები საპროტესტო აქციას მართავენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ, რათა უშუალოდ მისგან მოისმინონ მკაფიო პასუხი, თუ რა მოელით მათ იმ შემთხვევაში თუკი საავადმყოფოს შენობა დაინგრევა.
ექიმები ასევე ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობისაგანაც ითხოვენ არაორაზროვანი განცხადების გაკეთებას იმის თაობაზე, თუ რა ბედი ეწევა საავადმყოფოს შენობას და კლინიკაში დასაქმებულ ათასამდე მედპერსონალს.
მედიკოსებმა, რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ზაზა ავალიანის კაბინეტის კარებზე გამოაკრეს წარწერა - „ნგრევის დირექტორი“. ისინი მასთან შეხვედრასაც ითხოვენ, თუმცა ამ დრომდე ავალიანი ექიმებთან არ გამოჩენილა.
პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციაში მედიკოსების მოთხოვნებთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსსამსახურმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დღეს, 11:00 საათზე, ირაკლი ღარიბაშვილი საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.