ირაკლი ღარიბაშვილი: 2012 წლამდე საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი მხოლოდ 70 მილიონ ლარს შეადგენდა; რომ არ დაგვეწყო ჩვენ აღნიშნული პროგრამა, ჩვენს მოქალაქეებს მოუწევდათ 6 მლრდ 300 მილიონი ლარის გადახდა საკუთარი ჯიბიდან
27-03-2023, 11:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

2012 წლამდე საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი მხოლოდ 70 მილიონ ლარს შეადგენდა. კითხვა რომ დავსვათ, რომ არ დაგვეწყო ჩვენ აღნიშნული პროგრამა, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, დაახლოებით სამ მილიონ ადამიანს მოუწევდა 6 მილიარდ 300 მილიონი ლარის გადახდა საკუთარი ჯიბიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

 

მთავრობის მეთაურის თქმით, განხორციელდა ასევე C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რომლის ფარგლებში ჯამში 80 000-ზე მეტმა პაციენტმა იმკურნალა და პროგრამის ღირებულება 3,5 მილიარდ ლარზე მეტი დაჯდა.

 

 

„ახლა მე მინდა კიდევ რამდენიმე შედარებითი მაგალითი მოგიყვანოთ იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტად თვალსაჩინო იყოს ჩვენს მიერ ამ 10 წლის განმავლობაში განხორციელებული დადებითი ცვლილებები

 

 

როგორც მოგახსენეთ, 2012 წლამდე საყოველთაო ჯანდაცვის ბიუჯეტი მხოლოდ 70 მილიონ ლარს შეადგენდა. კითხვა რომ დავსვათ, რომ არ დაგვეწყო ჩვენ აღნიშნული პროგრამა, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მოქალაქეებს, დაახლოებით სამ მილიონ ადამიანს მოუწევდა 6 მილიარდ 300 მილიონი ლარის გადახდა საკუთარი ჯიბიდან. ბანკებიდან უნდა აეღოთ სესხები და ა.შ. სახელმწიფოს მიერ გაღებული 7 მილიარდი ლარის დაფინანსების შედეგად ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ, ჩვენმა ხალხმა დაზოგა 6 მილიარდ 300 მილიონი ლარი ამ ათი წლის განმავლობაში. ასევე მინდა რამდენიმე სიტყვით მოგახსენოთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის თაობაზე, რომელიც ასევე ბატონი ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით, მისი გადაწყვეტილებით დაიწყო. ეს პროგრამაც შეიძლება ითქვას, იყო რევოლუციური. შედეგები არის თვალსაჩინო. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ. თითო პაციენტს, მოქალაქეს, ამ პროგრამით მკურნალობა დაუჯდებოდა 125 000 ლარი. პროგრამის ფარგლებში ჯამში 80 000-ზე მეტმა პაციენტმა იმკურნალა და პროგრამის ღირებულება 3,5 მილიარდ ლარზე მეტი დაჯდა. ჩვენ ეს პროგრამა განვახორციელეთ ამერიკულ კომპანია „გილიარდთან“ ერთად, რისთვისაც მე მადლობა მინდა გადავუხადო კომპანია „გილიარდს“ და ამერიკის მთავრობას. ესეც რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი და წარმატებული რეფორმა აღმოჩნდა“, - განაცხადა პრემიერმა.

 

 

მისი თქმით, 70 მლნ ლარიდან წელიწადში, ანუ ჯამში 10 წელში 700 მლნ ლარი იქნებოდა, რომ ყოფილიყო წინა ხელისუფლება, მათ კი 7 მლრდ ლარით დააფინანსეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამები.

 

მინდა, კიდევ რამდენიმე შედარებითი მაგალითი მოგიყვანო. 2012 წლამდე ძალიან მწირე დაფინანსება ჰქონდათ კერძო კლინიკებს სახელმწიფოსგან. ბოლო 10 წლის განმავლობაში კერძო სამედიცინო კლინიკებმა მიიღეს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამებზე სახელმწიფოს მიერ დახარჯული თანხების 97%, რაც შეადგენს თითქმის 6.8 მლრდ ლარს. 6 მლრდ 800 მლნ ლარს შეადგენს ჩვენს მიერ გადახდილი თანხები. ამას ემატება 1 მლრდ ლარზე მეტი კოვიდპანდემიის დროს ყველა პაციენტის მკურნალობის ანაზღაურება და რა თქმა უნდა, ეს იყო ძალიან დიდი დახმარება კერძო კლინიკებისთვის, მაშინ როცა 2012 წელს მთლიანად ჯანდაცვის მიმართულებაზე იხარჯებოდა 450 მლნ ლარი. ეს შედარება, ეს განსხვავებაა ჩვენი ხელისუფლების მიერ გაკეთებულ საქმესა და 2012 წლამდე გაკეთებულ საქმეს შორის. ეს არის უზარმაზარი განსხვავება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

პრემიერის თქმით, ბოლო 10 წელში გარდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებისა, რეფერალური მომსახურებით ისარგებლეს მოქალაქეებმა, რისთვისაც 350 მლნ ლარი იქნა გამოყოფილი.

 

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ახლა ყველაზე დიდი გამოწვევაა ხარისხიანი ჯანდაცვის სერვისების მიწოდება მოქალაქეებისთვის, რა მიმართულებითაც ბევრი გაკეთდა, თუმცა კიდევ ბევრი არის გასაკეთებელი.

 

 

„ასევე მინდა მოგახსენოთ კიდევ რამდენიმე მაგალითი. ბოლო 10 წელში გარდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებისა რეფერალური მომსახურებით ისარგებლეს ჩვენმა მოქალაქეებმა და ჩვენ 350 მლნ ლარი გამოვყავით ამისთვის, საიდანაც 50 მლნ ლარით დაფინანსდა ჩვენი მოქალაქეების მკურნალობა საზღვარგარეთ და ამას ემატება 25 მლნ ლარი სოლიდარობის ფონდის მიერ გამოყოფილი დაფინანსება. ჯამში 75 მლნ ლარი იქნა გადახდილი ჩვენი მოქალაქეების საზღვარგარეთ მკურნალობაში. ეს არის ძალიან მოკლედ ის შედეგები, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა მმართველმა ძალამ, პარტიამ მოუტანა ჩვენს მოქალაქეებს.

 

 

70 მლნ ლარიდან წელიწადში, ანუ ჯამში 10 წელში 700 მლნ ლარი იქნებოდა რომ ყოფილიყო წინა ხელისუფლება, ჩვენ 7 მლრდ ლარით დავაფინანსეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამები. ესაა თვალსაჩინო მაგალითი, რისთვისაც მე მინდა, ყველა ჯანდაცვის მინისტრს გადავუხადო მადლობა. გადავუხადო მადლობა ჩვენს ახალ მინისტრს, ბატონ ზურას, მან კიდევ უფრო მეტი პროგრამა დაამატა. წელს დაემატა, შარშანაც დაემატა სხვა პროგრამები და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავარი გამოწვევა ახლა არის ხარისხი, ხარისხიანი ჯანდაცვის მიწოდება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ამ მიმართულებით ძალიან ბევრი გაკეთდა, მაგრამ კიდევ ბევრი არის გასაკეთებელი, ამიტომ ჩვენ დიდი იმედი გვაქვს ჩვენი პატივცემული ექიმების, მთელი მედპერსონალის, მთელი სექტორის ჩართულობის, თქვენი დახმარების. მინდა ყველა ექიმს, ექთანს, მთელ მედპერსონალს გადაგიხადოთ მადლობა. სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს მინდა ყველას გულწრფელი მადლიერება დაგიდასტუროთ,“- თქვა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები: 34
#34   Jan
      
References:


PayID mobile casinos Australia trusted
bank transfer casino australia
გუშინ, 20:57
#33   Yasmin
      
References:


Sofortüberweisung auszahlung dauer casino casino
app sofortüberweisung
გუშინ, 09:18
#32   Raul
      
References:


Neosurf casino cashier australia skyscrapperwiki.site
გუშინ, 08:18
#31   Kandy
      
References:


Online pokies payid australia https://bbs.ybk001.com/home.php?mod=space&uid=611459
10 ნოემბერი 2026 23:39
#30   Wilma
      
References:


E wallet casino australia no deposit bonus payid withdrawal casinos
10 ნოემბერი 2026 00:47
#29   Verla
      
References:


Best online casino canada real money idebit http://bbs.lotsmall.cn/home.php?mod=space&uid=666746
9 ნოემბერი 2026 04:11
#28   Huey
      
References:


Live pokies bpay BPay casino sites Australia
29 ოქტომბერი 2026 21:11
#27   Alphonso
      
References:


Payid casino withdrawal http://mashspec.ru
28 ოქტომბერი 2026 10:56
#26   Patricia
      
References:


1 dollar deposit casino neosurf australia jszst.com.cn
27 ოქტომბერი 2026 14:47
#25   Mckenzie
      
References:


MiFinity casino low wagering bonus https://pbase.com
27 ოქტომბერი 2026 13:01
#24   Marty
      
References:


Osko casino 2026 Osko casino banking Australia
23 ოქტომბერი 2026 17:01
#23   Wanda
      
References:


VIP payid pokies australia instant withdrawal pay id
pokies
14 ოქტომბერი 2026 03:12
#22   Isidra
      
References:


Best australian wire transfer casinos secure wire transfer
casino australia
13 ოქტომბერი 2026 23:08
#21   Giuseppe
      
References:


Neosurf high roller casino australia https://onlinevetjobs.com/author/canpath8/
13 ოქტომბერი 2026 23:05
#20   Merissa
      
References:


Neosurf casino loyalty rewards australia http://bbs.hgzvip.net
11 ოქტომბერი 2026 23:12
#19   Elissa
      
References:


Wire transfer online gambling australia bank transfer online casino australia
10 ოქტომბერი 2026 23:02
#18   Marcy
      
References:


1 dollar payid pokies payid pokies no KYC
1 ოქტომბერი 2026 06:37
#17   Oliver
      
References:


Payid deposit online pokies nomadwiki.space
29 სექტემბერი 2026 04:26
#16   Felica
      
References:


Online casino payid pokies payid accepted pokies
28 სექტემბერი 2026 07:38
#15   Mikel
      
References:


Payid casino pokies http://09vodostok.ru/user/sideguilty2/
26 სექტემბერი 2026 01:51
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი